კაჯა კალასი ევროკავშირის მინისტრებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული ვითარების შემდგომი გაუარესება, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ...

კაჯა კალასი ევროკავშირის მინისტრებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული ვითარების შემდგომი გაუარესება, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ...

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაჯა კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ შეხვედრაზე საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად განიხილავენ. „მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოში დემოკრატიული ვითარების შემდგომი გაუარესება, თუმცა ამის შესახებ უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე განვიხილავთ“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაჯა კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ამასთან, კალასის თქმით, სომხეთის მოთხოვნით, 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, ევროკავშირი ქვეყანაში სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის. „სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირი გამოგზავნის ჰიბრიდულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პოტენციური საფრთხეების აღმოფხვრაში არჩევნების წინ“, - აღნიშნა კაჯა კალასმა.

ელინა ვალტონენი: ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ადამიანების თავისუფლებებს, არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან არასწორი მიმართულებით.რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენ გვინდა, რომ საქართველომ ევროპული გზა გააგრძელოსვიქტორ ყიფიანი: ქართული ოცნების ხაზი არის ქაოსი და ექსტრემიზმი; როგორც ჩანს, შიდა ჩემპიონატში გადაიზარდა, ვინ უფრო გაგვაოცებს – და „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებმაც კომენტარი გააკეთეს ლელოს – ძლიერი საქართველოს განცხადებაზე, მე ვეტყოდი: ღმერთმა დაგლოცოთ.ავტომობილების განბაჟების ღირებულების გაზრდის ინიციატივა პარლამენტში განსახილველად შევიდაყულევის ნავთობტერმინალთან დაკავშირებით განცხადება ევროკომისიის პრესმდივანმა გააკეთაკობახიძემ და შულეიკომ ბელორუსი ტურისტების საქართველოთი დაინტერესებაზე ისაუბრეს

ENDEKA