კაია კალასი ევროკავშირის მინისტრებმა განიხილეს საქართველოში დემოკრატიული ვითარების შემდგომი გაუარესება, თუმცა ამაზე უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე ...
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მომავალ შეხვედრაზე საქართველოს საკითხს უფრო დეტალურად განიხილავენ. „მინისტრებმა ასევე განიხილეს საქართველოში დემოკრატიული ვითარების შემდგომი გაუარესება, თუმცა ამის შესახებ უფრო დეტალურად მომავალ შეხვედრაზე განვიხილავთ“, - განაცხადა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაჯა კალასმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ. ამასთან, კალასის თქმით, სომხეთის მოთხოვნით, 7 ივნისს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ, ევროკავშირი ქვეყანაში სწრაფი რეაგირების ჯგუფს გაგზავნის. „სომხეთის მოთხოვნის საფუძველზე, ევროკავშირი გამოგზავნის ჰიბრიდულ სწრაფი რეაგირების ჯგუფს, რათა დაეხმაროს ქვეყანას პოტენციური საფრთხეების აღმოფხვრაში არჩევნების წინ“, - აღნიშნა კაია კალასმა.
• ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული • სახალხო დამცველი: ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ პატრიარქის ჯანმრთელობა იყოს სტაბილური • მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 78 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა • საქართველოში ბენზინზე გაყალბებული დანამატის კონტრაბანდის ბრალდებით ჯგუფი დააკავეს • პატრიარქის ცხედარს ხვალ სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ • ისრაელის საელჩო - ის ფაქტი, რომ აიათოლას რეჟიმმა აირჩია რაკეტების გასროლა წმინდა მუსლიმური დღესასწაულის დროს ისლამისთვის წმინდა ადგილებზე, აჩვენებს მის ცინიკურ უგულებელყოფას რაიმე წმინდასა თუ წმინდას მიმართ. •