კაია კალასი ჩვენ განვიხილავთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქართველოსთან დაკავშირებით, რადგან მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით
განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზულდება - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა ბრიუსელში ჟურნალისტებს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის წინ განუცხადა. მისი თქმით, ქართველი დიპლომატებისთვის სავიზო აკრძალვა 6 მარტიდან ამოქმედდა და ევროკავშირი განიხილავს შემდგომ რა ნაბიჯებს გადადგას საქართველოსთან დაკავშირებით. „6 მარტიდან დიპლომატებისთვის სავიზო შეზღუდვა ამოქმედდა, მაგრამ ჩვენ განვიხილავთ კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რადგან საქართველოს მთავრობა ნამდვილად არ მიდის სწორი მიმართულებით“, - აღნიშნა კალასმა.
• ელინა ვალტონენი: ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ადამიანების თავისუფლებებს, არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან არასწორი მიმართულებით. • ზაქარაშვილი: მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები გასაოცარია თავისი სიმკაცრით • ირაკლი კობახიძე „ოპოზიციური ალიანსის“ განცხადებაზე: ეს არის კრიმინალების განცხადება; მას არანაირი ღირებულება არ აქვს და მათი წარმატების შანსები აბსოლუტურად ნულის ტოლია • გიგა ბოკერია: დიალოგი მხოლოდ იმ პირობებში იქნება შესაძლებელი, რომლითაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება თავისუფალი არჩევნების შედეგად და ამის წინაპირობაა არა მხოლოდ პოლიტპატიმრების გათავისუფლება, არამედ ატმოსფეროს სრული შეცვლა. • სააკაშვილი: ან ერთად ვიქნებით, ან გავქრებით • ირაკლი კობახიძე: ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული ანგარიში არ აკმაყოფილებს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კი; სამწუხაროდ, ავტორმა ვერც კი დაადგინა, ჰქვია ჩვენს ქვეყანას „საქართველოს რესპუბლიკა“ თუ „საქართველო“. •