ირაკლი კუპრაძე შალვა პაპუაშვილი ჰააგის ტრიბუნალამდე გზას უმოკლებს

ირაკლი კუპრაძე შალვა პაპუაშვილი ჰააგის ტრიბუნალამდე გზას უმოკლებს

"მან თქვა, რომ ლელო - ძლიერ საქართველოსთან არაფერი აქვს სალაპარაკო. ამას ამბობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში საერთაშორისო დამნაშავედ წარდგენილი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი. ამით ის ჰააგის ტრიბუნალამდე გზას უმოკლებს", - განაცხადა ლელო - ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძემ. კუპრაძის თქმით, ლელო გააგრძელებს წინააღმდეგობას და ბრძოლას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მარტივი ფორმულისა და დოქტრინის საფუძველზე. „პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ლელოსთან სალაპარაკო არაფერი აქვს, ამას ჰააგის ტრიბუნალში საერთაშორისო დამნაშავედ წარდგენილი პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი ამბობს, რომელიც ჰააგის ტრიბუნალამდე გზას უმოკლებს. ლელოს განცხადება ძალიან მარტივ დოქტრინას მიჰყვება: ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ ეს ქვეყანა კრიზისში მიიყვანეს. კრიზისიდან გამოსავალი არის დიალოგი ორ მთავარ საკითხზე: პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები. პრინციპში, ლელო წინააღმდეგობას გააგრძელებს. პრინციპში, ლელო გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მარტივი ფორმულით და დოქტრინით. ივანიშვილმა საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე დატოვა. საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელი იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა. ლელო, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა, მტკიცედ დაიცავს საქართველოს მოქალაქეების ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა კუპრაძემ. ცნობისთვის, გუშინ ლელო - ძლიერმა საქართველომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ აუცილებელია დაძლიოს დაპირისპირება და დაიწყოს პასუხისმგებელი პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის. პარტიის წევრებთან გამართულ პრესკონფერენციაზე კუპრაძემ განაცხადა, რომ პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანი, დემოკრატიული და სახელმწიფოზე ორიენტირებული გადაწყვეტა არის შეთანხმება ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე. მან ასევე აღნიშნა, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება აუცილებელია ქვეყანაში პოლიტიკური დაძაბულობის შესამცირებლად. საპასუხოდ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „ლელოს ჩვენთან სალაპარაკო არაფერი აქვს და ჩვენ მათთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს. მათ უნდა ისაუბრონ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, მათი ნაწილი კი სისხლის სამართლის სასამართლოში, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეები განიხილება“.

კობახიძე: ქართველ ხალხთან ერთად ვიცავთ ეროვნულ ინტერესებსმარგუს წახნა: ჩვენ ყველა დონეზე მხარს ვუჭერდით, რომ ქართველმა ხალხმა მიიღოს ის, რაც უნდა - ევროკავშირში გაწევრიანება - ახლა ამაზე არც კი ვსაუბრობთქსავიე ბეტელი: ქართულ საკითხში არაფერი შეცვლილა - არ უახლოვდებიანკობახიძე: მოსკოვის მექანიზმის ანგარიში არ აკმაყოფილებს ობიექტურობის მინიმალურ სტანდარტებსაც კიბაიბა ბრაჟე: ჩვენ ვიცით, რას უნდა და რას იმსახურებს ქართველი ხალხი, მაგრამ მათ მთავრობას აშკარად არ აინტერესებს ევროპული გზაარჩილ გორდულაძე: მფლობელების მცდელობა გადაარჩინოს „ლელო და გახარიები“ და გაათეთროს მათი მასიური დანაშაული, განწირულია მარცხისთვის – „ლელო“ ყოველ ნაბიჯზე არღვევს კონსტიტუციას; რა დიალოგზე შეიძლება საუბარი?

ENDEKA