ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი საქსტატის მონაცემებით, მოქალაქეების 95 ზე მეტს არ აქვს საშუალება შეიძინოს 6 წელზე უფროსი მანქანა ახალი რეგულაც...
ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელის, ალექსი ნონიაძის თქმით, 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილების განბაჟებაზე აქციზის გაზრდა მოქალაქეებს დააზარალებს, რადგან მათ აბსოლუტურ უმრავლესობას არ აქვს საშუალება დიდი თანხის განბაჟებისთვის გადაიხადოს. როგორც ნონიაძემ „მთავარ მედიაცენტრში“ განაცხადა, ისინი აუცილებლად მიმართავენ პარლამენტს და მოითხოვენ ჩართვას მოლაპარაკებისა და განხილვის პროცესში. „საქართველოს პარლამენტში შემოდის ახალი კანონპროექტი, რომელიც აწესებს განბაჟების ვალდებულებას. ეს ძირითადად ეხება 6 წელზე უფროსი ასაკის მანქანებს, ალბათ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არ იცის, რომ 6 წელზე უფროსი მანქანების განბაჟებაზე აქციზიც იზრდება. თუ ადრე 6 წლის მანქანაზე 80 თეთრი იყო. მანქანები და შედარებით ძველი, უფრო მაღალი ასაკის მანქანების მფლობელებისთვის, ფაქტობრივად, ეს გავლენას ახდენს ისეთ სექტორზე, როგორიცაა ავტო იმპორტი. მომხმარებლები - ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები - დაზარალდებიან. საქსტატის მონაცემებით, მოქალაქეების 95%-ზე მეტს არ აქვს 6 წელზე უფროსი მანქანის შეძენის საშუალება. შესაბამისად, ამ რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, საუკეთესო შემთხვევაში ავტომობილის შეძენას მხოლოდ 5% შეძლებს; სხვა შემთხვევაში ის მიუწვდომელი იქნება მოქალაქეების 90%-ისთვის. გამოდის, მაგალითად, რომ 2016 წლის მანქანის განბაჟება იმდენივე დაჯდება, რაშიც თავად მანქანა იყიდა. ფაქტობრივად, თუ განბაჟების საფასური ისე გავაძვირეთ, რომ 2022-2023 წლების მანქანის ფასს გაუტოლდება, მაშინ რა ლოგიკაა ამაში? რატომ უნდა იყიდოს ვინმემ 2015 ან 2016 წლის მანქანა, როცა მას უფრო ახალის ყიდვა შეეძლო? სწორედ ეს არის საკითხი: მომხმარებელს არ აქვს საშუალება და ფუფუნება, რომ გადაიხადოს ასეთი მაღალი თანხა“, - განაცხადა ნონიაძემ. ისინი ითხოვენ სამუშაო ჯგუფის შექმნას, სადაც სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგის წარმართვის შესაძლებლობა. „ამ საკითხთან დაკავშირებით, აუცილებლად გვინდა მივმართოთ პარლამენტს. ჩვენ გვინდა ჩავერთოთ მოლაპარაკებებისა და განხილვის პროცესში. ჩვენი ინფორმაციით, ამ კანონპროექტის განხილვას და დაჩქარებული წესით მიღებას ამ კვირაში გეგმავენ. ჩვენ აუცილებლად გვექნება კითხვები ამ თემაზე. ჩვენც გვაქვს გარკვეული მოთხოვნები: პირველი საკითხია, რომ 6 წლის ასაკობრივი ზღვარი გადაიხედოს და 10 წლამდე გაიზარდოს. მეორე საკითხია, რომ 10 წლამდე ავტომობილების აქციზის გადასახადი უნდა განისაზღვროს ძრავის კუბურ სანტიმეტრზე 1 ლარი და 50 თეთრი, ხოლო 10 წელზე უფროსი ავტომობილების 4 ლარი და 5 თეთრი. ასევე, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, სადაც სექტორის წარმომადგენლებს ექნებათ შესაძლებლობა აწარმოონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული დიალოგი. ჩვენ არ ვითხოვთ რეგულაციების გაუქმებას. ვითხოვთ ქვეყნის ინტერესებზე მორგებულ სამართლიან, ეკონომიკურად გამართლებულ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ნონიაძემ. მისი თქმით, სანამ მთავრობა გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, არც სექტორის სპეციალისტებთან და არც მათთან კონსულტაცია არ ყოფილა. „ახსნა-განმარტებაში პირდაპირ წერია, რომ არავისთან კონსულტაცია არ ჩატარებულა. ან ახსნა-განმარტების ავტორი იტყუება, ან მინისტრები იტყუებიან, როცა ამბობენ, რომ კონსულტაცია გაუწიეს სექტორის სპეციალისტებს. პირადად ჩვენთან და სექტორის სპეციალისტებთან ისეთი კომუნიკაცია არ ყოფილა, რომ მაგიდასთან დავსხდეთ, მოლაპარაკებები გვქონდეს, არგუმენტები გავცვალოთ და დაველოდოთ პასუხს. მსგავსი არაფერი მომხდარა“, - განაცხადა ნონიაძემ. საქართველოს მთავრობა აღარ კრძალავს 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების შემოტანას ქვეყანაში. სამაგიეროდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილის იმპორტზე აქციზი დაწესდება კონკრეტული ოდენობით, კერძოდ 4,5 ლარი კუბურ სანტიმეტრზე. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს, 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილების განბაჟების ახალი ტარიფი 1 აპრილიდან ამოქმედდება.
• ქსავიე ბეტელი: ქართულ საკითხში არაფერი შეცვლილა - არ უახლოვდებიან • ქართული დაფნის მთავარი მყიდველები ჩინეთი და რუსეთი გახდნენ • რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა • სასამართლომ კომპანია Sector 7-ის ორი დამფუძნებელი დამნაშავედ ცნო 10,7 მილიონი ლარის მითვისებაში. • ზურაბ ჯაფარიძე: დაახლოებით ათი ადამიანი უნდა დამერწმუნებინა, რომ ლელო - ძლიერი საქართველოს განცხადება არ იყო კოორდინირებული თამაში ბიძინა ივანიშვილთან. ვისი დარწმუნება ვერ მოვახერხე, ვთხოვე, დღეს დილამდე დაელოდე და ენახა პასუხი ქართული ოცნებიდან - აი, • ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს დღეს განიხილავენ •