ალექსანდრე დარახველიძე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში პროტესტის ამსახველი ვიდეომასალა წარვუდგინეთ და თავადაც ა...

ალექსანდრე დარახველიძე ეუთოს მოსკოვის მექანიზმის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა სამინისტროში პროტესტის ამსახველი ვიდეომასალა წარვუდგინეთ და თავადაც ა...

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2024 წლის ნოემბერში გამართულ საპროტესტო აქციებზე კანონით გათვალისწინებული კანონიერი საშუალებები გამოიყენა. როგორც დარახველიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, „ეს იყო სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის კარგად ორგანიზებული მცდელობა, რომელშიც ჩართული იყო რამდენიმე პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია“. „2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში საზოგადოება შეესწრო სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის კარგად ორგანიზებულ მცდელობას, რომელშიც ჩართული იყო არაერთი პოლიტიკური პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია. შესაბამისად, სახელმწიფომ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული ყველა კანონიერი საშუალება გადატრიალების მცდელობის აღსაკვეთად. რამდენიმე პოლიტიკოსს უკვე წაუყენეს ბრალი ამ კონკრეტულ მცდელობასთან დაკავშირებით და ველოდებით შესაბამის სასამართლო პროცესს. რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევებს, შსს არ იძიებს არც ერთ საქმეს, სადაც არის ბრალდებები სამინისტროს თანამშრომლებთან დაკავშირებით. ამ საკითხებს იძიებდა დამოუკიდებელი ორგანო - სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ახლა კი - საქართველოს პროკურატურა. ამიტომ, ჩემი მხრიდან ამ გამოძიებებთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციის გამჟღავნება არ იქნება მიზანშეწონილი“, - განაცხადა დარახველიძემ. მისი თქმით, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის წარმომადგენლებს საპროტესტო აქციის ვიდეოჩანაწერებიც აჩვენეს და თავადაც აღიარეს, რომ პროტესტს ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა. „ვერავინ იტყვის, რომ ეს პროტესტი მშვიდობიანი იყო. მოსკოვის მექანიზმის წარმომადგენლებს, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ესტუმრნენ, აქციის ამსახველი ვიდეომასალა აჩვენეს და თავადაც აღიარეს, რომ პროტესტი ძალადობრივი ხასიათისა იყო. ეს ჩანაწერი შინაგან საქმეთა სამინისტროშია. შესაბამისად, როცა საპროტესტო აქცია ძალადობრივია და თავს დაესხნენ სახელმწიფო ინსტიტუტებს, როცა აქციის მონაწილეებმა პრაქტიკულად დაწვეს საქართველოს პარლამენტის შენობა, პოლიცია გამოიყენა პროპორციული ძალა და კანონით გათვალისწინებული საშუალებები. ფაქტობრივად, პოლიციას არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაც ჰქონდა მსგავსი ზომების გამოყენება. თუ რაიმე დარღვევა იყო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს მათი გამოძიების უფლება“, - განაცხადა დარახველიძემ.

ელინა ვალტონენი: ახალი კანონი, რომელიც კრძალავს სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას და ზღუდავს ადამიანების თავისუფლებებს, არის კიდევ ერთი ნაბიჯი საქართველოს მხრიდან არასწორი მიმართულებით.ევროკომისიის სპიკერი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ყულევის პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერს არ შეუშვებენ; ჩვენ ასევე მივიღეთ დამატებითი ვალდებულებები სოკარისგან და ვაკვირდებით მათ შესრულებასსუპერმარკეტების ქსელი 2 Nabiji მზად არის უარი თქვას Cashback სისტემაზეირაკლი კობახიძე „ოპოზიციური ალიანსის“ განცხადებაზე: ეს არის კრიმინალების განცხადება; მას არანაირი ღირებულება არ აქვს და მათი წარმატების შანსები აბსოლუტურად ნულის ტოლიაშალვა პაპუაშვილი: ბატონი პეტრე ბოდიშის მოხდის ნაცვლად ცდილობს ჩვენს პროვოცირებას - ეს ჩხუბის შემდეგ მუშტების ქნევას ჰგავსპორტუგალიის ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰეგემონია შეწყვიტა

ENDEKA