უამინდობის გამო ზემო ლარსის გზა ჩაიკეტა
საქართველოს სამხედრო გზის გასწვრივ მოძრაობა გუდაური (ფოსტა) - კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო გადაკეტილია ყველა სახის ტრანსპორტისთვის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზემო ლარსისკენ მიმავალი გზა ყველა მსუბუქი ავტომობილისთვის გადაკეტილია. სულ რაღაც წინა დღით, მძიმე სატვირთო მანქანებისთვის შეზღუდვა დაწესდა, დღეს კი მონაკვეთი ყველა სახის ტრანსპორტისთვის დაიკეტა. შეზღუდვები დაწესდა უამინდობის გამო - ზვავსაშიშროების მაღალი ალბათობა, განმარტავენ დეპარტამენტში. განმარტავენ, რომ მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეუჩერებლად მიმდინარეობს.
• საია დროებით გადადის მუშაობის კრიზისულ რეჟიმზე • გვარამია: „ქართული ოცნების“ მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ძალიან რთულია • თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა • საქართველოში ყველაზე პოპულარულ ავტომობილად ტოიოტა პრიუსი რჩება • ლევან მახაშვილი მოსკოვის მექანიზმის ანგარიშზე - ეს უფრო პოლიტიკური სურვილების სიაა, ვიდრე მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეალური დოკუმენტი - ეს პოლონელი პროფესორის ერთგვარ ენციკლოპედიას ჰგავს. • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის პირობებში, საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და გააგრძელებს იურიდიულ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით. •