სასამართლომ კომპანია Sector 7 ის ორი დამფუძნებელი დამნაშავედ ცნო 10,7 მილიონი ლარის მითვისებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლომ კომპანია Sector 7-ის ორი დამფუძნებელი დამნაშავედ ცნო 10,7 მილიონი ლარის მითვისებაში, რომელიც მათ მშენებარე კორპუსში 161 ადამიანს ბინების დაპირებით მიიღეს. გარიგებები გაფორმდა მშენებლობის ეტაპზე. ამასთან, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა არ დასრულებულა, მაცხოვრებლების მიერ შეძენილი ფართები მათ საკუთრებაში არ გადავიდა, თანხები თაღლითურად მიითვისეს. სასჯელის სახით ერთ-ერთ ბრალდებულს 6 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, მეორეს - 5 წელი და 10 თვე. სექტორი 7 ბაზარზე 2020 წლიდან ფუნქციონირებს, დირექტორის თანამდებობას დავით ცხვირაშვილი იკავებს. ბიზნეს რეესტრის ბოლო მონაცემებით, კომპანიის მფლობელია რეესტრში 2019 წელს რეგისტრირებული Sectoria; დირექტორი და მფლობელი ასევე დავით ცხვირაშვილია. კომპანიის მიერ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „სექტორმა 7“-მა თბილისში ორი პროექტი განახორციელა: ლევან გოთუას ქუჩაზე, No20 კორპუსში და ასევე გლდანში, ზურა მირაქიშვილის ქუჩაზე, კორპუს No31-ზე. ამავე მონაცემებით, გოთუას ქუჩაზე პროექტი დასრულებულია. აღნიშნულია, რომ მიწის ნაკვეთი 2164 კვ.მ. მირაქიშვილის ქუჩაზე კომპანიის საკუთრებაში 2020 წლის მაისში გადავიდა. ამ დროისთვის სექტორი გლდანის პროექტის მშენებლობა გაყინულია.
• ტაბახმელში სკოლის მასწავლებლის ცხედარი იპოვეს • თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება • ელენე ხოშტარია: „მოსკოვის მექანიზმი“ სრულიად ახალ რეალობას ქმნის • თამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, მაგრამ ხელისუფლების გადაცემაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე - "ლელო" არ იქნება მისი ინიციატორი. • სოხუმმა თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა • TI ComCom-ს „შურისძიების მცდელობაში“ ადანაშაულებს იმედისა და POSTV-ის წინააღმდეგ სანქციებისთვის •