რომის პაპი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს

რომის პაპი ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს

რომის პაპმა ლეო XIV-მ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის მონაწილე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. "ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანებისა და ყველა კეთილი ნების მქონე მამაკაცისა და ქალის სახელით: შეწყვიტე ცეცხლი! დაე ისევ გაიხსნას დიალოგის გზები! ძალადობა არასოდეს მიგვიყვანს სამართლიანობამდე, სტაბილურობამდე და მშვიდობამდე, რასაც ხალხი მოელიან", - თქვა რომის პაპმა. მისი თქმით, ახლო აღმოსავლეთის მაცხოვრებლები ორი კვირის განმავლობაში განიცდიან ომის სასტიკ ძალადობას. "ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და კიდევ ბევრი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები", - განაცხადა რომის პაპმა. მან ასევე გამოხატა შეშფოთება ლიბანში არსებული ვითარების გამო. „იმედი მაქვს, რომ მოიძებნება დიალოგის გზები, რომლებიც დაეხმარება ქვეყნის ხელისუფლებას მიმდინარე სერიოზული კრიზისის მდგრადი გადაწყვეტილებების განხორციელებაში, მთელი ლიბანელი ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა რომის პაპმა.

საქართველომ და სამხრეთ კორეამ კლიმატის სფეროში თანამშრომლობის ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელისაქართველო თანდათან აკრძალავს პლასტმასის ბოთლებსორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობისთვის" საქართველოს მოქალაქე დააკავეს.მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ თვლის, მაგრამ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი: სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიება ბელორუსში დანაშაულებებზე სიგნალია "ოცნების"

ENDEKA