პოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც დედის მოკვლა სცადა
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული ლ.კ.-ს ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 19-109-ე მუხლის „კ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ან უვადოდ. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როდესაც ფიზიკური დაზიანებები მიაყენა დედას, 1940 წელს დაბადებულ ნ.დ.-ს. მძიმე დაზიანებებით დაშავებული ქალბატონი კლინიკაში საჭირო სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაიყვანეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.კ. ცხელ კვალზე დააკავეს“, - ნათქვამია განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
• ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ • საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორის მენეჯერების გადამზადების პროგრამა დაასრულეს • შეერთებულმა შტატებმა საქართველო დაადანაშაულა შუა კორიდორის ჩინეთის კონტროლის ქვეშ გადაცემაში • ლევან ცუცქირიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ რეპორტაჟზე „ოცნებამ“ თქვა, რომ ჩალასავით ღირდა, მერე ამბობდნენ, რომ მასში ტყუილი წერია, მაგრამ სიმართლეც და ბოლოს ყველას მოუწევს პასუხის გაცემა - ეშინიათ იმის, რაც აუცილებლად მოხდება, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას. • სინდისის პატიმრების მხარდასაჭერი მსვლელობა თბილისის ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე მიმდინარეობს. • SGB-ის გამომძიებელი: თავდაცვის სამინისტრომ შექმნა უკონკურენტო, უპასუხისმგებლო გარემო და გადაიხადა იმაზე მეტი, ვიდრე უნდა ყოფილიყო •