ირაკლი კუპრაძე ლელო ძლიერი საქართველო იქნება ერთ ერთი მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს

ირაკლი კუპრაძე ლელო ძლიერი საქართველო იქნება ერთ ერთი მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს

დღეს იმართება "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერების საკონსულტაციო შეხვედრა, რომელშიც შეიკრიბება 150 წარმომადგენელი მთელი საქართველოდან - დისკუსია განიხილება პოლიტიკურ სტრატეგიებზე და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ციხეში მყოფი ჩვენი პოლიტპატიმრების ჩათვლით. მისი თქმით, შეხვედრის ეს ფორმატი გათვალისწინებულია „ძლიერი საქართველოს“ და „ლელოს“ წესდებით. „ის შედგება საკრებულოს დეპუტატებისაგან, რაიონული თავმჯდომარეებისგან და მაღალი თანამდებობის პირებისგან, რომლებიც მთავარ როლს ასრულებენ ბრძოლისა და წინააღმდეგობის პროცესში. ფორმატი გათვალისწინებულია „ძლიერი საქართველოსა“ და „ლელოს“ წესდებით და ყველა მნიშვნელოვან, გადამწყვეტ მომენტში ვიკრიბებით, რათა ერთობლივად განვიხილოთ და მივიღოთ გადაწყვეტილებები „ლელოს“ განვითარებაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე. ეს არის კიდევ ერთი ნათელი ნიშანი იმისა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ბრძოლას, წინააღმდეგობას და „ლელო - ძლიერი საქართველო“ იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ბიძინა ივანიშვილს და მოეწყობა მთელ საქართველოში, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. „დღის წესრიგში არის ათამდე მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხი, რომელიც განიხილება. დისკუსია განიხილება პოლიტიკურ სტრატეგიებზე და ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის ჩვენს პოლიტპატიმრებზე, რომლებიც ამჟამად ციხეში არიან: ვეფია კასრაძე, ვასილ ქაძელაშვილი და ალეკო ელისაშვილი“, - განაცხადა კუპრაძემ.

სახელმწიფო rolex-ის სამ საათს აუქციონზე ყიდისსაქართველოში გაეროს ფორუმი საჯარო სამსახურის საკითხებზე გაიმართებაქვემო ქართლში გზის მშენებლობის გამო რამდენიმე მოქალაქეს ქონებას ჩამოართმევენბათუმის ცენტრალურ პარკში ქვის სკამები დაიშალათბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდათამარ ჩერგოლეიშვილი - რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, მაგრამ ხელისუფლების გადაცემაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე - "ლელო" არ იქნება მისი ინიციატორი.

ENDEKA