ირაკლი კუპრაძე კრიზისის მოგვარება შესაძლებელია ორი საკითხის დიალოგით ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება.
კრიზისის გადაწყვეტა დიალოგით შეიძლება ორი საკითხის ირგვლივ: ახალი სამართლიანი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება, - ამის შესახებ ლელო-ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ჟურნალისტებს უპასუხა პარტიის განცხადებას, რომ „აუცილებელია დაძლიოს დაპირისპირების და ურთიერთგანადგურების დესტრუქციული ლოგიკა და დაიწყოს პასუხისმგებელი პოლიტიკური მოლაპარაკებები ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას შორის“. მისი თქმით, ამ პოლიტიკურმა კრიზისმა დააზიანა სამოქალაქო საზოგადოება, საქართველოს ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებელი მედია, რაზეც პასუხისმგებელია ქართული ოცნება. „პოლიტიკური კრიზისი უკვე წლებია გრძელდება, ამ პოლიტიკურმა კრიზისმა ზიანი მიაყენა სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, დამოუკიდებელ მედიას, ამ კრიზისმა წარმოშვა ახალი რეპრესიული კანონები. სანამ ეს კრიზისი გრძელდება, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ეკისრება ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ აქტორს, ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ სიბრძნე, რომ იზრუნონ ამ კრიზისის მოგვარებაზე. ჩვენი მხრივ, სრული პოლიტიკური, ეროვნული, პატრიოტული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ კრიზისი დიალოგით შეიძლება გადაწყდეს. ორი საკითხის გარშემო: ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტპატიმრების თავისუფლება“, - აღნიშნა კუპრაძემ.
• პროკურატურა: დაკავებულია ორი პირი; დააარსეს შპს „სექტორი 7“ და მშენებარე კორპუსში ბინების გადაცემის პირობით, თაღლითურად 161 პირისგან აიღეს 10 726 497,95 ლარი, მაგრამ მშენებლობა არ დაასრულეს. • ირაკლი კუპრაძე - დღეს განვიხილავთ პოლიტიკურ სტრატეგიებს - ვაგრძელებთ ბრძოლას და წინააღმდეგობას, ლელო - ძლიერი საქართველო იქნება ერთ-ერთი მთავარი ძალა, რომელიც დაამარცხებს ივანიშვილს. • ირაკლი კუპრაძე - ქართველ ხალხს არ უნდა დაზარალდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ავტოკრატიული რეჟიმის შექმნას - ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა • ტურისტების ინტერესი საქართველოს პოპულარული ნაკრძალების მიმართ იზრდება • შეერთებულმა შტატებმა საქართველო დაადანაშაულა შუა კორიდორის ჩინეთის კონტროლის ქვეშ გადაცემაში • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მოამზადეს 14 კონტრარგუმენტი დაგეგმილი განათლების რეფორმის რისკებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით და შეიმუშავეს რეკომენდაციების პაკეტი. •