ირაკლი კუპრაძე ქართველ ხალხს არ უნდა დაზარალდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ავტოკრატიული რეჟიმის შექმნას ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მ...
ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა - თუ უვიზო მიმოსვლა შემოიფარგლება კონკრეტული პოლიტიკური ფიგურებით, რომლებიც დამნაშავენი არიან, ეს იქნება სამართლიანი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელო-სტრონგ საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ ეხმაურება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ხვალინდელ შეხვედრაზე საქართველოს საკითხის განხილვას. მისი თქმით, „ქართველი ხალხი არ უნდა დაზარალდეს, რადგან ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ჩვენს სახელმწიფოში ავტოკრატიული რეჟიმის შექმნას“. „იმედი მაქვს, რომ ევროპული პოლიტიკური ელიტა, საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ იმ ტიპის გადაწყვეტილებებს, რომლებიც იქნება პოლიტიკური განცხადება, დეკლარაცია, მანიფესტი, გადაწყვეტილება და ა.შ. ქართველი ხალხის, საქართველოს მოქალაქეების მხარდამჭერი. ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია: არ უნდა დაზარალდეს ქართველი ხალხი, რადგან ბიძინა ივანიშვილი ცდილობს ჩვენს სახელმწიფოში ავტოკრატიული რეჟიმი შექმნას. ქართველ ხალხს არ უნდა შეეზღუდოს უვიზო მიმოსვლა. თუ უვიზო მიმოსვლა შემოიფარგლება კონკრეტული კრიმინალური პოლიტიკური ფიგურებით, ეს იქნება სამართლიანი. შეუძლებელია ანტიდასავლური საქმის კეთება, 24 საათის განმავლობაში ევროკავშირთან ბრძოლა - უცხოური, საშინაო, ყველანაირი ღირებულებით და ამავდროულად პარიზში ან მონაკოში ირაკლი ზარქუას მსგავსად გართობის სურვილი“, - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
• საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში თითქოს წინასწარ იყო მომზადებული • საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩზე დასწრების უფლება სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მხოლოდ ნაწილს ექნება • სოხუმი, ცხინვალი, მოსკოვის დაიჯესტი – 2026 წლის 7-13 მარტი • სოხუმმა თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა • სახელმწიფო rolex-ის სამ საათს აუქციონზე ყიდის • ევროპარლამენტი: საქართველოში რეჟიმი რუსეთის გავლენის საშუალებას იძლევა •