სინდისის პატიმრების მხარდასაჭერი მსვლელობა თბილისის ფილარმონიიდან საქართველოს პარლამენტის შენობამდე მიმდინარეობს.
თბილისის ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს ლოზუნგით „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“. მოქალაქეები თავდაპირველად ფილარმონიაში შეიკრიბნენ, საიდანაც საკანონმდებლო ორგანოსკენ გაემართნენ. მათ აქვთ საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების დროშები, ასევე ბანერები საპროტესტო აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით. პარლამენტთან ისინი სხვა აქციის მონაწილეებს შეუერთდებიან და დღევანდელი აქცია საკანონმდებლო ორგანოსთან დასრულდება. უცვლელი რჩება მოქალაქეების მოთხოვნები - აქციაზე დაკავებული ყველა პირის გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
• ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ • პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო ეუთოს ანგარიშის შემდეგ საქართველოს მოუწოდებს გამოვიდეს საერთაშორისო შეთანხმებებიდან • ელენე ხოშტარია - დიდი გარღვევა მოხდა - მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, ამას ყველა თანდათან შეიგრძნობს • რომეო მიქაუტაძე - მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები ბრალდებებს და მიმაჩნია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ერთი კვირის წინ მივმართე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. • სოხუმმა თბილისის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი საქართველოს მოქალაქე დააკავა • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები •