სამართალდამცავებმა ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით 15 პირი დააკავეს.
სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა დროს 15 პირი დააკავეს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნივთმტკიცებად ამოღებულ ნივთიერებებს მიეკუთვნება გასაყიდად მომზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: გამხმარი მარიხუანა, მეფედრონი, კოკაინი, ალფა-პვპ, თებაინი, მეტადონი და ბუპრენორფინი. „შსს-ს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 15 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე ადრე ნასამართლევი პირები. მათ ბრალი დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობაში ედებათ. ეჭვმიტანილთა პირების, საცხოვრებელი და დამხმარე შენობების ჩხრეკის შედეგად, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტების დროს, სადაც მათ მიუთითეს ადგილები, სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს გასაყიდად მომზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება, მათ შორის: გამხმარი მარიხუანა, მეფედრონი, კოკაინი, ალფა-პვ. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული ნივთიერების შესაფუთად საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციით მიღებული თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 2601-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
• ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ • პროკურატურა: დაკავებულია ორი პირი; დააარსეს შპს „სექტორი 7“ და მშენებარე კორპუსში ბინების გადაცემის პირობით, თაღლითურად 161 პირისგან აიღეს 10 726 497,95 ლარი, მაგრამ მშენებლობა არ დაასრულეს. • პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო ეუთოს ანგარიშის შემდეგ საქართველოს მოუწოდებს გამოვიდეს საერთაშორისო შეთანხმებებიდან • გიგა ფარულავა - მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ყველაზე მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერების მიზეზი არავის აქვს! - მივმართავ ოცნების ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც მაინც შეუძლია ამ არაადეკვატურობის შეჩერება, თქვენ ხართ! • საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორის მენეჯერების გადამზადების პროგრამა დაასრულეს • ალექსანდრე მაისურაძე: საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიშის გამო; ის შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს და პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას. •