საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩზე დასწრების უფლება სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მხოლოდ ნაწილს ექნება
25 სექტემბერს, თბილისში, დინამო არენაზე სტადიონზე ერთა ლიგის მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის გაიმართება, რომელიც, უეფა-ს ინფორმაციით, მაყურებლის გარეშე უნდა ჩატარებულიყო. ჩრდილოეთ ირლანდიის რამდენიმე გულშემატკივარი მაინც დაესწრება მატჩს, განაცხადა ჩრდილოეთ ირლანდიის ფეხბურთის ასოციაციამ თავის ოფიციალურ ვებგვერდზე: „უეფასთან კონსტრუქციული დიალოგის შემდეგ, გადაწყდა, რომ გულშემატკივრები, რომლებმაც ბილეთები შეიძინეს და სასტუმრო დაჯავშნეს საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიას შორის მატჩის ოფიციალურ გამოცხადებამდე, მაყურებლის გარეშე შეძლებენ დაესწრონ მატჩს თბილისში. ბილეთები გაიცემა მხოლოდ იმ გულშემატკივრებზე, რომლებიც დაადასტურებენ, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე მოაგვარეს ყველა დეტალი. უეფას რეგლამენტის შესაბამისად, ფეხბურთის ასოციაცია გასცემს კვოტით გათვალისწინებული პირველი კატეგორიის ბილეთების საჭირო რაოდენობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
• გიორგი გაბუნია: თუ ვინმე არღვევს ვენის კონვენციას საქართველოში, ეს არის გერმანიის და ევროკავშირის ელჩები. • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები • პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა „ოცნების“ ამომრჩეველს მიმართა: ერთადერთი, ვინც ამ არაადეკვატურობას მაინც შეაჩერებს, თქვენ ხართ! • ეუთო საქართველოს შესახებ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს • აჭარაში თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები დააკავეს • ეუთომ საქართველოს შესახებ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა •