საქართველოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სასაზღვრო სექტორის მენეჯერების გადამზადების პროგრამა დაასრულეს
საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 20 თანამშრომელმა დაასრულა „სასაზღვრო სექტორის მენეჯერების პროფესიული საგანმანათლებლო გადამზადების პროგრამა“. ამის შესახებ საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში განაცხადეს. კურსი შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიაში გაიმართა. 7 კვირიანი სასწავლო პროგრამა მოიცავდა შემდეგ თემებს: იურიდიული სწავლება, უსაფრთხოების საკითხები, სახანძრო სწავლება, პირველადი დახმარება, ტოპოგრაფია, ასევე ოპერატიულ-საგამოძიებო და სახელმწიფო საზღვრის დაცვასთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი კომპონენტები.
• ნიკოლ ფაშინიანი: ევროპარლამენტში გამოვხატე ჩემი შეშფოთება საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული სიტუაციის გამო • საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით. • საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩზე დასწრების უფლება სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მხოლოდ ნაწილს ექნება • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექვსი მოთამაშე დოპინგში დამნაშავედ ცნეს • ხაბეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ვამპირია და დღის სინათლის ეშინია • სალომე სამადაშვილი - რეჟიმის ყველა მსხვერპლს მინდა ვუთხრა: თქვენ იპოვნეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომ ყველა დარღვევაზე პასუხი აგოს რეჟიმს. •