საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექვსი მოთამაშე დოპინგში დამნაშავედ ცნეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექვსი მოთამაშე დოპინგში დამნაშავედ ცნეს

WADA-სა და მსოფლიო რაგბის ერთობლივმა გამოძიებამ დაადასტურა ანტიდოპინგური წესების დარღვევა ექვსი მოთამაშისა და საქართველოს რაგბის ნაკრების დამხმარე შტაბის ერთი წევრის მიერ. მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ (WADA) საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) მიმართ ნდობა დაკარგა ქვეყნის მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეების მიერ წესების დარღვევის გამო. ამის შესახებ WADA-ს ვებგვერდი იტყობინება. WADA-სა და მსოფლიო რაგბის ერთობლივი გამოძიებამ დაადასტურა ანტიდოპინგური წესების დარღვევა საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ექვსი მოთამაშისა და ერთი დამხმარე პერსონალის მიერ. გამოძიება 2023 წელს დაიწყო და „ობსიდიანი“ დაარქვეს. ორგანიზაციებმა დაადასტურეს ბრალდებები, რომ მოთამაშეებმა დოპინგის ნიმუშები შეცვალეს. WADA-ს ხელმძღვანელმა, ვიტოლდ ბანკამ განაცხადა, რომ სააგენტომ დაკარგა ნდობა GADA-ს ანტიდოპინგური პროგრამის მიმართ და ახლა შესაბამისმა ორგანოებმა უნდა განახორციელონ ფართომასშტაბიანი ცვლილებები. მან ასევე აღნიშნა, რომ ის, რაც ქართულ რაგბიში ხდება, აღმაშფოთებელია და შოკს გამოიწვევს როგორც ქართულ სპორტსა და მთავრობაში, ასევე მსოფლიო რაგბის საზოგადოებაში. WADA-მ ამ ნიმუშებთან დაკავშირებული სპორტსმენების ბიოლოგიური პასპორტების შესამოწმებლად სხვა სპორტის ქართველი სპორტსმენებისგან აღებული ნიმუშები ამოიღო.

ქართული ოცნების ხელისუფლებამ ექვსწლიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვა ხუთმაგი აქციზის გადასახადით შეცვალაშვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციებიხაბეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ვამპირია და დღის სინათლის ეშინიაომბუდსმენის ყოფილი მოადგილე: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს შეიძლება ჰქონდეს რეალური საერთაშორისო შედეგები საქართველოსთვისსაქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩზე დასწრების უფლება სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მხოლოდ ნაწილს ექნებაკავკასიური საიდუმლოებები: მითები, ლეგენდები და არქეოლოგიური საიდუმლოებები

ENDEKA