რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გრძელდება. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზიდან მსვლელობის მონაწილეები პარლამენტთან შეკრებილ მოქალაქეებს შეუერთდნენ და სკანდირებდნენ სლოგანით: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს - მადლობა ბრძოლისთვის“. აქციის მონაწილეებმა ადგილზე მიიტანეს საქართველოსა და შეერთებული შტატების დროშები და ბანერები, რომლებიც დემონსტრაციის დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. მოქალაქეების მოთხოვნა უცვლელი რჩება: საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
• პროკურატურა: დაკავებულია ორი პირი; დააარსეს შპს „სექტორი 7“ და მშენებარე კორპუსში ბინების გადაცემის პირობით, თაღლითურად 161 პირისგან აიღეს 10 726 497,95 ლარი, მაგრამ მშენებლობა არ დაასრულეს. • მაჭარაშვილი: ჩვენ მოვიგეთ რუსეთის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ჰააგაში და სტრასბურგში, როგორ ვერ გაიგეს? • რომეო მიქაუტაძე - მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები ბრალდებებს და მიმაჩნია, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია, ერთი კვირის წინ მივმართე პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით. • სოხუმი, ცხინვალი, მოსკოვის დაიჯესტი – 2026 წლის 7-13 მარტი • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის პირობებში, საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და გააგრძელებს იურიდიულ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით. • საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩზე დასწრების უფლება სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მხოლოდ ნაწილს ექნება •