ნიკა გვარამია მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ყველაზე მკაცრია ქართული ოცნებისთვის და ეს მათ სახეზეც ჩანს თუ ოცნებას საკუთარი მომავლის ხედვა მთლიანად არ დ...
"ქართული ოცნებისთვის" ყველაზე მკაცრი ანგარიშია და ეს მათ სახეებზეც ჩანს - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ეუთოს "მოსკოვის მექანიზმის" ფარგლებში გაკეთებულ დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „არსებობს არა უბრალოდ შანსი, არამედ რეალური წინაპირობა, რომ საქმე ჰააგის სასამართლომდე მივიდეს“. „ქართული ოცნებისთვის“ ეს ანგარიში ყველაზე მკაცრია და მათ სახეზეც ჩანს, დაელოდონ მოვლენების განვითარებას - მოვლენებს ალბათ ძალიან მძიმე განვითარება ექნება, მათ შორის ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე; თქვენ იცით, რომ საფრანგეთისა და გერმანიის თხოვნით დაემატა საქართველოს საკითხიც. აჯობებს, იმოქმედონ იმისთვის, რომ სახე მინიმალურად გადაერჩინონ და ეს მხოლოდ ეპიზოდური დამნაშავეების დასჯას კი არ ნიშნავს, არამედ სრულ პასუხისმგებლობას, უპირველეს ყოვლისა, ქვეყანაში ძალაუფლების გატაცებისთვის და ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის ადგილის გახსნას. ლეგიტიმურ ხელისუფლებას ქართველი ხალხი განსაზღვრავს დემოკრატიული არჩევნებით. არსებობს არა მხოლოდ შანსი, არამედ რეალური წინაპირობა საქმის ჰააგის სასამართლომდე მიტანისთვის. კიდევ ერთხელ ვამბობ: თუ „ქართულ ოცნებას“ მთლიანად არ დაუკარგავს საკუთარი მომავლის ხედვა და მხოლოდ დღეს არის დაინტერესებული, რომ გადარჩეს, მაშინ უნდა გადადგას რაციონალური ნაბიჯები“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ. ამასთან, გვარამიამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ისინი არ აპირებენ „პოლიტპატიმრებით ვაჭრობას“. „რეზოლუცია ჩვენთვის სამწუხაროა, რადგან ბოლო კვირაში საქართველოზე დაიწერა ორი ისეთი დოკუმენტი, რომლებზეც ჩვენ არ ვიოცნებებდით ყველაზე უარეს კოშმარებშიც კი, არც ერთი ხელისუფლების დროს და არ გვაქვს ევროკავშირის პერსპექტივა, სანამ ამ ქვეყანაში რჩება „ქართული ოცნება“ ან ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი. ანალოგიურად, არ არსებობს უსაფრთხოების ან კეთილდღეობის პერსპექტივა ევროკავშირის გარეშე. „ქართულ ოცნებას“, ქვეყნის ამ არალეგიტიმურ ხელისუფლებას სიღარიბე და დაუცველობა მოაქვს. ეს არის მთავარი პრობლემა. რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს: ელენე ხოშტარია პოლიტპატიმარია - ის მარკერისა და ქაღალდის გამო დააკავეს; მიხეილ სააკაშვილიც არის, რომელიც 5 წელია ციხეში ზის - 9 წლიანი გამოცდილების მქონე პრეზიდენტი, რომელსაც რამდენიც არ უნდა ეკამათა და ვინ იკამათებს, მასზე მნიშვნელოვანი მიღწევები არცერთ მთავრობას არ ჰქონია. მაგრამ ციხეში სხვებიც არიან: ნიკა მელია, რომელიც გაურკვეველი ბრალდებით ციხეშია - ის ციხეში ბრალის გარეშეა. ასევე, ციხეში 100-ზე მეტი ადამიანია, რომლებიც არ არიან პოლიტიკოსები. პოლიტპატიმრების საკითხი არ საჭიროებს განხილვას ან ვაჭრობას. ასევე არ არის სწორი მათი ცალკეულ ჯგუფებად დაყოფა. მე ვეტყვი ხელისუფლებას - არალეგიტიმურს - ჩვენ არ ვაპირებთ პოლიტპატიმრებით ვაჭრობას და სუფრასთან დაჯდომას, რათა მათ მივიღოთ უფლება, რაც მათ უკვე აქვთ", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
• თბილისი „ენერგიულად უარყოფს“ ეუთოს დასკვნებს, რადგან წევრი სახელმწიფოები რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდებენ • საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი: სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიება ბელორუსში დანაშაულებებზე სიგნალია "ოცნების" • ლევან ცუცქირიძე: „მოსკოვის მექანიზმის“ რეპორტაჟზე „ოცნებამ“ თქვა, რომ ჩალასავით ღირდა, მერე ამბობდნენ, რომ მასში ტყუილი წერია, მაგრამ სიმართლეც და ბოლოს ყველას მოუწევს პასუხის გაცემა - ეშინიათ იმის, რაც აუცილებლად მოხდება, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენას. • ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ ჯერ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაცია და იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი სხვა ყველაფერზე საუბარი. • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა მოამზადეს 14 კონტრარგუმენტი დაგეგმილი განათლების რეფორმის რისკებსა და საფრთხეებთან დაკავშირებით და შეიმუშავეს რეკომენდაციების პაკეტი. • კალაძე: მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში სრული სისულელეა •