ნარკომანიის ბრალდებით 15 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის, აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და ქვემო ქართლის პოლიციის სამმართველოების თანამშრომლებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სხვადასხვა დროს 15 პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ასევე უცხოელები, ასევე კრიმინალური წარსულის მქონე პირები, რომლებიც ბრალდებულნი არიან დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა-რეალიზაციის ხელშეწყობაში. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი სახლებისა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს მტკიცებულებები, რომლებშიც მითითებულია გასაყიდად მომზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკი, მათ შორის: „ჩირი მარიხუანა“, „მეფედრონი“, „კოკაინი“, „ალფა-პვპ“, „თებაინი“, „პრეჰადონი“. გამოძიების შედეგად პოლიციამ ასევე ამოიღო ნარკოტიკული საშუალების შესაფუთად საჭირო მასალები და სავარაუდო ნარკოტიკების რეალიზაციით მიღებული თანხა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 260-4-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას.
• გრიგოლ გეგელია: "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნა უკიდურესად მძიმეა, სადაც დეტალურად არის აღწერილი საქართველოს ავტოკრატია და "ქოცი" მისი დიქტატურად გადაქცევის მცდელობა - ეს არის საბოლოო განაჩენი "ქართული ოცნების" საერთაშორისო რეპუტაციაზე. • კალაძე: მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში სრული სისულელეა • ხაბეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ვამპირია და დღის სინათლის ეშინია • ირაკლი კობახიძე: ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით იყო 3-4 შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ დარღვევას, მაგრამ პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა - რაც შეეხება წამებას, ეს არის სრული სიცრუე. • თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება • ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხს განიხილავენ •