ლევან ცუცქირიძე მოსკოვის მექანიზმის რეპორტაჟზე ოცნებამ თქვა, რომ ჩალასავით ღირდა, მერე ამბობდნენ, რომ მასში ტყუილი წერია, მაგრამ სიმართლეც და ბოლოს ყვ...

ლევან ცუცქირიძე მოსკოვის მექანიზმის რეპორტაჟზე ოცნებამ თქვა, რომ ჩალასავით ღირდა, მერე ამბობდნენ, რომ მასში ტყუილი წერია, მაგრამ სიმართლეც და ბოლოს ყვ...

„ქართულ ოცნებას“ ეშინია სიმართლისა და იმის, რაც აუცილებლად მოხდება, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის - ამის შესახებ „თავისუფლების მოედნის“ ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განაცხადა. მისი თქმით, „ადამიანებმა, რომლებიც საჯარო სამსახურში იქნებიან, უნდა იცოდნენ, რომ „ქართული ოცნება“ მათზე ხელების წმენდას დაიწყებს. „მახსოვს, რა ბედნიერი იყო „ქართული ოცნება“, როცა ევროპარლამენტმა სამართლიანად გააკრიტიკა წინა ხელისუფლება ჩადენილი უსამართლობის გამო. მაშინ ამ ხალხს საერთოდ არ უხსენებია, რომ „ვიღაც საქართველოს საქმეებში ერევა“. პირიქით, მადლიერები და ბედნიერები იყვნენ. ამიტომ, ჩვეულებრივი თვალთმაქცობაა, რომ ახლა ვიღაც ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში. რაც შეეხება „მოსკოვის მექანიზმს“ და მის დასკვნას: არც ისე დიდი ხნის წინ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ ეს დასკვნა ჩალასავით ღირდა. როგორც კი დასკვნა გამოქვეყნდა, თქვეს, „კი, ჩალასავით ღირსო, მაგრამ ჩვენ გიპასუხებთ“. რამდენიმე დღის შემდეგ თქვეს, რომ მასში ტყუილი იყო დაწერილი, მაგრამ სიმართლეც ეწერა. დღეს კი გამოდის კობახიძე და ამბობს, რომ "იქ მართლაც არის ნათქვამი, რაც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს", მათ შორის ძალადობასა და დანაშაულზე - ხვალ სხვა რამეს იტყვის და ბოლოს ყველა მათგანს მოუწევს პასუხის გაცემა. მინდა ვუთხრა საჯარო მოხელეებს, ადამიანებს, რომლებიც დგანან „ქართული ოცნების“ პროპაგანდის სამსახურში, იმ ადამიანებს, ვინც საჯარო სამსახურში იქნებიან: იცოდეთ, რომ „ქართული ოცნება“ დაიწყებს თქვენზე ხელების წმენდას. ამიტომ, ჰააგის ტრიბუნალისკენ მიმავალ გზაზე „ოცნებას“ ნუ მიჰყვებით. „ქართულ ოცნებას“ ეშინია სიმართლისა და იმის, რაც აუცილებლად მოხდება, კერძოდ, სამართლიანობის აღდგენის. მატყუარას ვერ გაამართლებს. სიმართლეს შეიძლება დრო დასჭირდეს მიზნის მისაღწევად, მაგრამ სიმართლე აუცილებლად გაირკვევა“, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განახლდასაქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული კახა კალაძეს შეხვდა.შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციებიპარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო ეუთოს ანგარიშის შემდეგ საქართველოს მოუწოდებს გამოვიდეს საერთაშორისო შეთანხმებებიდანთბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდებაეუთოს 24 მონაწილე სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები.

ENDEKA