ირაკლი კობახიძე ოპოზიციამ ჯერ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაცია და იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი სხვ...

ირაკლი კობახიძე ოპოზიციამ ჯერ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმაცია და იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი სხვ...

ოპოზიციამ ჯერ უნდა აღიაროს ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა და იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, შემდეგ კი სხვა ყველაფრის განხილვა - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის რეკომენდაციის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგისკენ მოუწოდებდა. კობახიძის თქმით, საქართველოში არსებობენ პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ აღიარებენ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე და ხელისუფლება ვერ იქნება ლოიალური ასეთი ძალების მიმართ. „რაც შეეხება ოპოზიციას, გამოვიდა 9 პარტია, გამოაქვეყნა რაღაც მანიფესტი და ისაუბრა რაიმე არალეგიტიმური რეჟიმის დამხობაზე - პირდაპირ მანიფესტში დაწერეს. როგორ უნდა ვესაუბროთ ასეთ ადამიანებს?! ჯერ დაარწმუნონ ეს ხალხი - რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ უნდა აღიარონ ამ ქვეყანაში ხელისუფლების ლეგიტიმაცია და იურისდიქცია. მსოფლიოში არის რამდენიმე სახელმწიფო, რომელიც არ ცნობს საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე, ჩვენს შიგნით კი არის პოლიტიკური ძალები, რომლებიც არ ცნობენ ხელისუფლების ლეგიტიმურობას და იურისდიქციას ქვეყნის ტერიტორიის 100%-ზე. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკური ძალების ლოიალურები ვერ ვიქნებით. ჯერ აღიარონ ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობა და იურისდიქცია საქართველოს ტერიტორიაზე, მერე სხვა ყველაფერზე საუბარი. ისინი 2020 წლიდან არ ცნობენ საქართველოს ხელისუფლების ლეგიტიმურობას - ეს კომპლექსური პრობლემაა. ჯერ დაარწმუნეთ ეს ხალხი, რომ სწორად უნდა მოიქცნენ და მერე სხვა ყველაფერზე ვისაუბროთ“, - განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს სტაბილურობისა და ქვეყნის პრობლემების გადასაჭრელად. „ამ დღეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩემი შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ჰყავს ძალიან შთამბეჭდავი პოლიტიკოსები. როგორც პარლამენტის შიგნით, ისე მის გარეთ, როგორც ჩანს, მუდმივი აქტიური ურთიერთობა აქვთ საერთაშორისო პარტნიორებთან. სამწუხაროდ, შოკში ჩავვარდი, როცა აღმოვაჩინე, რომ ისინი ერთმანეთთან არ ურთიერთობენ“, - განაცხადა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

შარმანაშვილი: საქართველო არ განახორციელებს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებსსაქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული კახა კალაძეს შეხვდა.საქართველოში მამაკაცის გამოძალვისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ორი დაკავებულიაევროკავშირის რვა ქვეყნის ლიდერმა მოუწოდა ყოფილ რუს სამხედრო მოსამსახურეებს შენგენში არ შეუშვესქართული დაფნის მთავარი მყიდველები ჩინეთი და რუსეთი გახდნენტაბახმელში სკოლის მასწავლებლის ცხედარი იპოვეს

ENDEKA