ირაკლი კობახიძე მოსკოვის მექანიზმის ანგარიში გაჯერებულია სიცრუით თავიდან ბოლომდე ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი პროცესი, დაწყებული მ...
ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში გაჯერებულია სიცრუით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, იყო ინტერესთა კონფლიქტი; რეალურად პროცესი დაიწყო, მათ შორის, პოლონეთის სახელმწიფოს მიერ და აღმოჩნდა, რომ ექსპერტი თავად იყო პოლონეთის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენელი. „ეს იყო პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტი. ის, რომ ამ კონკრეტულმა პირმა ინტერესთა კონფლიქტი დამალა, ეჭვს აძლიერებს. ყველამ იცის, რომ დასკვნა, რომელიც მოგვიანებით გამოქვეყნდა, წინასწარ იყო დაწერილი. ბოლოს ყველა ვხედავთ, რომ ეს დასკვნა თავიდან ბოლომდე გაჯერებულია ტყუილით, რის შესახებაც საზოგადოებას უფრო ვრცელ ინფორმაციას წარვადგენთ. რომლის განხილვაც აუცილებელია. ამ დასკვნაშიც არის ასეთი ჩანაწერები. ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას წარვადგენთ. ამ საკითხს, ალბათ, სპეციალურ ბრიფინგს მივუძღვნით, იმის გათვალისწინებით, რომ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ინფორმაციის ფლობა. არის საკითხები, რომლებზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ, მაგრამ მთლიანობაში, ეს დასკვნა გაჯერებულია სიცრუით. ამ პროცესების საფუძველი, მოტივაცია მთლიანად პოლიტიკურია. თქვენ იცით, რომელი ქვეყნები იყვნენ ამ პროცესის დაწყების წინა ხაზზე და როგორ გაგრძელდა ეს პროცესები შემდგომში. თავიდან ბოლომდე, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით ნაკარნახევი პროცესი, რომელიც მათ წამოიწყეს. ეუთოს მასშტაბით საქართველოზე უფრო არადემოკრატიული ქვეყანა ვერ იპოვეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, საქართველო ეუთოს მოწინავე ქვეყნებს შორისაა დემოკრატიული განვითარების კუთხით. „ორმაგი სტანდარტი ძალიან აშკარა და სამარცხვინოა. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ცხადყოფს ევროპულ ბიუროკრატიაში მიმდინარე უკიდურესად მძიმე პროცესებს“, - აღნიშნა პრემიერმა.
• უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული კახა კალაძეს შეხვდა • საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექვსი მოთამაშე დოპინგში დამნაშავედ ცნეს • გიორგი გაბუნია: თუ ვინმე არღვევს ვენის კონვენციას საქართველოში, ეს არის გერმანიის და ევროკავშირის ელჩები. • ტაბახმელში სკოლის მასწავლებლის ცხედარი იპოვეს • TI: „ქართული ოცნება“ შურს იძიებს იმ სანქციებისთვის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტTV“-ს. • სოხუმი, ცხინვალი, მოსკოვის დაიჯესტი – 2026 წლის 7-13 მარტი •