ირაკლი კობახიძე ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით იყო 3 4 შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ დარღვევას, მაგრამ პირების იდენტიფიცირება ვერ ...

ირაკლი კობახიძე ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით იყო 3 4 შემთხვევა, როდესაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ დარღვევას, მაგრამ პირების იდენტიფიცირება ვერ ...

პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან სამართალდარღვევის 3-4 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მათი იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. კობახიძემ ამ შემთხვევებს შორის დაასახელა დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ლევან ხაბეიშვილის, ასევე ჟურნალისტ გურამ როგავას, მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები. კითხვაზე, თუ რა რეკომენდაციების გათვალისწინებას გეგმავენ „მოსკოვის მექანიზმით“ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშიდან, კობახიძემ ასე უპასუხა. „რაც შეეხება წამებას, ეს არის ცალსახა სიცრუე. რაც შეეხება ძალადობრივ ინციდენტებს, დარღვევებს, მათ შორის სავარაუდო დანაშაულებრივ დარღვევას, აქ იყო პრაქტიკული პრობლემები, რის გამოც ვერ მოხერხდა კონკრეტული დამნაშავეების დასჯა. გახსოვთ, რომ ამ გატარებული ღონისძიებების შედეგად მოხდა 4 ოქტომბრის მოვლენები - 4 ოქტომბერს არც ერთი თმა არავის ჩამოუვარდა თავიდან; ასე წარმატებით დაუპირისპირდა ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მორიგი მცდელობა. ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ მიმართულებით, შესაბამისად, გასათვალისწინებელია ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოთქმული შენიშვნა; ჩვენ უკვე მივიღეთ ზომები ამ ყველაფერთან დაკავშირებით და, რა თქმა უნდა, სამომავლოდ აქტიურ ზომებს მივიღებთ“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, რა პრაქტიკული პრობლემებია, პრემიერმა უპასუხა, რომ ძალადობაში მონაწილე სამართალდამცავების იდენტიფიცირება შეუძლებელია. „კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. იყო რამდენიმე ასეთი შემთხვევა - 3-4 შემთხვევა, სადაც აშკარად იკვეთებოდა კონკრეტული დარღვევები და შესაბამისი ინფორმაციაც საჯაროდ ვრცელდებოდა, მაგრამ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, რომელ საქმეებს გულისხმობდა, პრემიერმა რამდენიმე მაგალითი მოჰყვა. „მაგალითად, იყო ერთი კონკრეტული ჟურნალისტის, ერთი ახალგაზრდის, ერთი პოლიტიკოსის შემთხვევა; ეს უფრო მეტი იყო ვიდრე დარღვევები. სავარაუდოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია რომ არ დაირღვეს, მე ვიტყოდი, რომ დანაშაულებრივი დარღვევები და ინციდენტები შინაარსობრივად, მაგრამ კონკრეტული პირების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. თუმცა, ჩვენ მივიღეთ ზომები, რომ მსგავსი რამ მომავალში არ მომხდარიყო; ამის კიდევ ერთი დასტურია 4 ოქტომბერი. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ შსს-ს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელობით მომავალში მაქსიმალურად ავიცილოთ თავიდან მსგავსი დარღვევები“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, სადაც 4 პირიდან ვერცერთის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, კობახიძემ ასე უპასუხა: „ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მსგავსი მოვლენები ჩვენს ქვეყანაში არ განმეორდეს. მინდა შეგახსენოთ, რომ მომიტინგეების მხრიდან ძალადობრივი თავდასხმა 500-ზე მეტმა ადამიანმა, უმძიმესი ფორმით; მათგან დაკავებულია მხოლოდ 30 თავდამსხმელი, ანუ 500-ზე მეტი ადამიანი იყო ჩართული დანაშაულებრივ ძალადობაში, მაგრამ მხოლოდ 30 პირია პატიმრობაში, რადგან გამოძიების ძალიან მაღალი სტანდარტები გვაქვს“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, რამდენი სპეცრაზმელი ძალადობდა აქციის მონაწილეებს, კობახიძემ უპასუხა, რომ ასეთი 4 შემთხვევა იყო. „დაფიქსირდა 4 სერიოზული დარღვევა; სამწუხაროდ, ჯერჯერობით არცერთ შემთხვევაში ვერ მოხერხდა იდენტიფიცირება... როგავა, ხაბეიშვილი, ერთი ახალგაზრდა, მეოთხე შემთხვევა იყო ლეონიძის საქმე [ძალადობა მაკა ჩიხლაძისა და გიორგი შეწირულის მიმართ]. ამ შემთხვევაში ჩვენ არ გვქონია საქმე პოლიციელებთან; ამ შემთხვევაში ძალადობა განხორციელდა არა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მიერ“, - განაცხადა კობახიძემ. კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ეს ადამიანები შენიღბული იყვნენ, პრემიერმა უპასუხა, რომ სხვა შემთხვევაში ჩანს, რომ ეს ადამიანები პოლიციელები იყვნენ. „დარჩენილ ოთხ შემთხვევაში ნათლად გამოიკვეთა, რომ ისინი იყვნენ სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები; აქ ს

პროკურატურა: დაკავებულია ორი პირი; დააარსეს შპს „სექტორი 7“ და მშენებარე კორპუსში ბინების გადაცემის პირობით, თაღლითურად 161 პირისგან აიღეს 10 726 497,95 ლარი, მაგრამ მშენებლობა არ დაასრულეს.საქართველოს პროკურატურა: დუშეთში მკვლელობის ფაქტზე 2 პირი დააკავესომბუდსმენის ყოფილი მოადგილე: ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს შეიძლება ჰქონდეს რეალური საერთაშორისო შედეგები საქართველოსთვისსაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია: ადამიანის უფლებათა უმძიმესი მდგომარეობის პირობებში, საია დროებით გადადის კრიზისულ სამუშაო რეჟიმზე და გააგრძელებს იურიდიულ დახმარებას მხოლოდ სტრატეგიული სამართალწარმოების მიმართულებით.ტაბახმელში სკოლის მასწავლებლის ცხედარი იპოვესელენე ხოშტარია - დიდი გარღვევა მოხდა - მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, ამას ყველა თანდათან შეიგრძნობს

ENDEKA