ბოჭორიშვილი დიდი ხანია, ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოს შესახებ განცალკევებულია რეალობას

ბოჭორიშვილი დიდი ხანია, ევროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოს შესახებ განცალკევებულია რეალობას

„დიდი ხანია, ევროპარლამენტი და მისი რეზოლუციები, განსაკუთრებით მაშინ, როცა ისინი საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, განცალკევებულია რეალურ ჩარჩოებსა და რეალობის გრძნობას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პირველ არხთან ინტერვიუში. მისი თქმით, ევროპარლამენტის დოკუმენტებზე სერიოზულად საუბარი შეუძლებელია. „ჩვენ ვნახეთ ევროპარლამენტის იმდენი აბსურდული ჩანაწერი, დასკვნა და მოთხოვნა, რომ მათ მივყვეთ, შეიძლება დღეს საქართველო არ არსებობდეს. შესაბამისად, ჩვენ ვერ მოვუსმენთ იმ ადამიანების მოსაზრებებს, რომლებიც არანაირ პასუხისმგებლობას არ ეკისრებათ ჩვენი ქვეყნის წინაშე“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა. ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო სათაურით „ელენა ხოშტარიასა და ქართული ოცნების რეჟიმის პოლიტპატიმრების საქმეზე“. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროპარლამენტი „მტკიცედ გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც სიტყვისა და შეკრების თავისუფლების ან მშვიდობიანი საპროტესტო აქციების სამიზნე იყო. გარდა ამისა, ევროპარლამენტის წევრები გამოთქვამენ შეშფოთებას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

გიგა ფარულავა - მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ყველაზე მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერების მიზეზი არავის აქვს! - მივმართავ ოცნების ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც მაინც შეუძლია ამ არაადეკვატურობის შეჩერება, თქვენ ხართ!საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებების მატჩზე დასწრების უფლება სტუმარი გუნდის გულშემატკივრების მხოლოდ ნაწილს ექნებაქართული დაფნის მთავარი მყიდველები ჩინეთი და რუსეთი გახდნენმინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე თავს დამნაშავედ არ თვლის, მაგრამ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას ითხოვს.საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ექვსი მოთამაშე დოპინგში დამნაშავედ ცნესპოლიციამ დააკავა მამაკაცი, რომელმაც დედის მოკვლა სცადა

ENDEKA