შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები
შვედეთი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები, რომლებიც მომზადებულია მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. „ადამიანის უფლებები, დემოკრატია და კანონის უზენაესობა ეუთოს ფუნდამენტური პრინციპები და ვალდებულებებია. შვედეთი მიესალმება საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი ექსპერტის შეფასებას და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სრულად განახორციელოს ეუთოს რეკომენდაციები, რომლებიც მომზადებულია მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში“, - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ეუთომ საქართველოს შესახებ ანგარიში მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოაქვეყნა. დოკუმენტი განიხილავს საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან განვითარებულ მოვლენებს და ასევე შეიცავს რეკომენდაციებს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მანდატით გაშუქებულ პერიოდში საქართველოში დაფიქსირდა დემოკრატიული უკანდახევა. მითითებულია, რომ დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა (ზოგიერთ შემთხვევაში წამების დონემდე მიაღწია) შერწყმული იყო ამ დანაშაულის ჩამდენთა სრულ დაუსჯელობასთან.
• თბილისმა ბრიუსელს მოუწოდა გააუმჯობესოს საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები • ხაბეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ვამპირია და დღის სინათლის ეშინია • TI ComCom-ს „შურისძიების მცდელობაში“ ადანაშაულებს იმედისა და POSTV-ის წინააღმდეგ სანქციებისთვის • ეუთოს 24-მა წევრმა ქვეყანამ მოუწოდა საქართველოს განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები • ტაბახმელში სკოლის მასწავლებლის ცხედარი იპოვეს •