შარმანაშვილი საქართველო არ განახორციელებს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებს

შარმანაშვილი საქართველო არ განახორციელებს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს მოსკოვის მექანიზმით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულებას. საქართველოს პირველ არხთან საუბარში მან დოკუმენტის შინაარსი შეაფასა და აღნიშნა, რომ კონკრეტული კანონების გაუქმების მოწოდებები ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევას ნიშნავს. მისი თქმით, დოკუმენტი რეკომენდაციებთან ერთად მტკიცებულებებს არ შეიცავს და ქვეყნის მიმართ მხოლოდ იმპერატიული ტონია გამოყენებული. „რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ რეკომენდაციების მიღებას, რადგან ეს საქართველოს სუვერენიტეტის საკითხია, საკანონმდებლო სფერო სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა და ამას ჩვენ არ შევცვლით. რატომ არ გავაკეთებთ ამას - მათგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს დასაბუთება. ისინი ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე, მბრძანებლური ტონით გვეუბნებიან: გაასწორეთ, გააუქმეთ. ჩვენ განვმარტავთ, რატომ მივიღეთ ეს კანონი. ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა შეიცავს კონკრეტულ დებულებებს, რომლებსაც ჩვენთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა. ამ დასკვნას ადგილობრივი რადიკალები დიდი სიხარულით შეხვდნენ - რა უნდა გავაუქმოთ? ერთსქესიანთა ქორწინება, რომელიც კონსტიტუციით დაუშვებელია, დაიშვება სხვა სამოქალაქო კავშირის სახით? ჩვენმა ხალხმა ხმამაღლა თქვას, რომ სწორედ ამას ითხოვენ, რადგან მალავენ აზრებს. უნდა მოვხსნათ თუ არა სქესის შეცვლის ქირურგიის და პროპაგანდის კანონიერი აკრძალვა? დაე თქვან, რომ საქართველოში არასრულწლოვანთა შორის სქესის შეცვლის ოპერაციები და ღია პროპაგანდა უნდა იყოს დაშვებული. და მერე ქართველი ხალხი გადაწყვეტს რა უნდა გაკეთდეს. რადგან იციან ხალხის განწყობა, ზედაპირულად საუბრობენ და არა კონკრეტულად. ჩვენი ბატონები ქართველი ხალხია, მათი დამრიგებლები კი უცხოელი მფარველები. დაე, მათ მოუსმინონ, ჩვენ კი მოვუსმენთ ჩვენს ხალხს და საბოლოო შედეგს მიხედონ“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

ტყიბულში, სოფელ კურსაში მეწყერი ჩამოწვა - მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.„ოპოზიციური ალიანსი“: მსოფლიომ გაიგო, რომ დიქტატორი ივანიშვილი საკუთარ ხალხს წამლავსეუთოს 24-მა წევრმა ქვეყანამ მოუწოდა საქართველოს განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებისაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრებარასა იუკნევიჩიენემ წაიკითხა წერილი ელენა ხოშტარიას ევროპარლამენტში დებატების დროს.საქართველოს ეწვია დაღესტნის მუფთიატის თავმჯდომარე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას.

ENDEKA