სახელმწიფო rolex ის სამ საათს აუქციონზე ყიდის
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე გასაყიდად Rolex-ის ბრენდის სამი მაჯის საათი გამოიტანა. აუქციონი 25 მარტს სრულდება. კერძოდ, სახელმწიფო ყიდის Rolex Oyster Perpetual Deepsea-ს (მოდელი 136660, სერიული ნომერი 641N9337), რომლის საწყისი ღირებულება 48 900 ლარია. სააგენტოს ინფორმაციით, საათზე დატანილია შემდეგი გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE, STEELINOX, 287, ROLEXSA. 45 800 ლარია განსაზღვრული საწყის ფასად Rolex-ის კიდევ ერთი მოდელისთვის (სერიული ნომერი G504P034). სააგენტოს ცნობით, აღნიშნული საათის სამაჯური დამზადებულია უჟანგავი ფოლადისაგან და მოპირკეთებულია 18-კარატიანი (18K) ოქროთი. რაც შეეხება მესამე მოდელს (126715CHNR, სერიული ნომერი 664177K8), მისი საწყისი ფასი 149 600 ლარს შეადგენს. საათი დამზადებულია ვარდისფერი ოქროსგან, სამაჯურზე კი დატანილია გრავირება: ROLEX, GENEVA, SWISS MADE, Au750, 8GY, ROLEXSA.
• ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობისთვის" საქართველოს მოქალაქე დააკავეს. • ეუთოს ექსპერტმა დაუშვა საქართველოში ადამიანის უფლებათა დამრღვევთა წინააღმდეგ საერთაშორისო მექანიზმები • ევროკავშირმა ვერ იპოვა ყულევის პორტის სანქციების სიაში შეყვანის საფუძველი • შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები • როდის დაიწყო საქართველოს თანამედროვე ისტორია ან როგორ დაიღუპნენ ქართველები „სტალინის ღირსებისთვის“? • ხაბეიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ უკვე არა რეზოლუცია, არამედ სამართლებრივი დოკუმენტია •