ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილი ვამპირია, მიდის და კბენს ვამპირს დღის სინათლის ეშინია, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს, რომ ეს ბოროტება დასრულდეს

ლევან ხაბეიშვილი ბიძინა ივანიშვილი ვამპირია, მიდის და კბენს ვამპირს დღის სინათლის ეშინია, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს, რომ ეს ბოროტება დასრულდეს

ბიძინა ივანიშვილი ვამპირია, მიდის და კბენს. ის ყველას სისხლს სწოვს, ვისაც შეეხება და ყველას ვამპირად აქცევს. ვამპირს დღის სინათლისა და მზის ეშინია, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს, რომ ეს ბოროტება დასრულდეს, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა. ის ასევე გამოეხმაურა ეუთოს მიერ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებული საქართველოს შესახებ ანგარიშის გამოქვეყნებას. ხაბეიშვილის თქმით, ეს დოკუმენტი „სასაცილო არ არის“. მინდა ვთქვა „მოსკოვის მექანიზმის“ ამოქმედებაზე, რომელიც პირდაპირ კავშირშია პოლიტპატიმრების, „სინდისის პატიმრების“ საკითხთან, უსამართლობასთან ამ ქვეყანაში, მათ შორის ჩემს პირად საქმესთან, რომელიც აბსოლუტურად შეუსაბამოა. საზოგადოებას უნდა ესმოდეს, მათ შორის, ვინც წარმოადგენს სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასამართლოს, პროკურატურას, რომ სახელმწიფოს ძალიან მძიმე დრო ელის. „მოსკოვის მექანიზმი“ არის არა გამაფრთხილებელი რეზოლუცია, არამედ იურიდიული დოკუმენტი, რომელიც საბოლოოდ განხორციელდება იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც რეჟიმს ემსახურება. ვინმეს ჰგონია, რომ შეიძლება დიდი ბრიტანეთის დაცინვა, რომ ის აღარ არის დიდი და აღარც ბრიტანეთი, დასცინოდნენ ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს? ვინმეს სერიოზულად წარმოუდგენია, რომ შარმანაშვილს, ვოლსკის შეუძლია უდარდელად ისაუბროს საფრანგეთზე, პოლონეთზე, გერმანიაზე, ლიტვაზე, ლატვიაზე? „მოსკოვის მექანიზმი“ არ არის სახალისო“, - თქვა მან. ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალად ედება თანამდებობის პირისთვის ქრთამის მიცემა უკანონო ქმედების ჩასადენად და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის საჯაროდ მოწოდებაში.

ირაკლი ქობალია: ეუთო მოუწოდებს საქართველოს დე ფაქტო ხელისუფლებას უარი თქვას პოლიტიკური პარტიების აკრძალვაზე და ასევე აღნიშნავს პოლიტპატიმრების პრობლემას - ეს ის საკითხებია, რომელთა წინააღმდეგ კონსტრუქციული დიალოგი უბრალოდ შეუძლებელია.ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღოსტამბა სასკოლო სახელმძღვანელოები წელს სახელმწიფოს 13,4 მილიონი ლარი დაუჯდებასაერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო - კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია კრიტიკულ ტელევიზიებს ემუქრებახაბეიშვილი: „მოსკოვის მექანიზმი“ უკვე არა რეზოლუცია, არამედ სამართლებრივი დოკუმენტიაგიგა ფარულავა - მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ყველაზე მძიმეა ჩვენი ქვეყნისთვის, ბედნიერების მიზეზი არავის აქვს! - მივმართავ ოცნების ამომრჩეველს: ერთადერთი, ვისაც მაინც შეუძლია ამ არაადეკვატურობის შეჩერება, თქვენ ხართ!

ENDEKA