კახა კალაძე მოსკოვის მექანიზმის შესახებ ეს დოკუმენტი სისულელეა, გავიდა დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები და ხალხმა თავი დაუქნია და გადაწყვეტილებებს...

კახა კალაძე მოსკოვის მექანიზმის შესახებ ეს დოკუმენტი სისულელეა, გავიდა დრო, როცა გარედან მოდიოდა მითითებები და ხალხმა თავი დაუქნია და გადაწყვეტილებებს...

ეს დოკუმენტი სისულელეა - საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს, რა კანონებია საჭირო ქვეყნის შიგნით, - ასე ეხმაურება მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს დედაქალაქის მერი, "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი კახა კალაძე. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს და გააკეთებს ყველაფერს, რაც ქვეყანას სჭირდება და არა „გარედან ვიღაცის დავალებით და ხელის ქნევით მიღებული გადაწყვეტილებები“. „ეს სრული სისულელეა, ყველას კარგად გვესმის, რატომ დაიწყო ეს ყველაფერი, რა დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ გვთხოვენ გააუქმოს კანონი საოჯახო ფასეულობების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ, გვთხოვენ გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აქტი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და ვიმოქმედოთ არა ქვეყნის ინტერესებიდან, არამედ მათი სურვილის შესაბამისად. წარმოუდგენელია, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება და გავიმეორებ: საქართველოს ხელისუფლება იმოქმედებს და ყველაფერს გააკეთებს, რაც ქვეყანას პირველ რიგში სჭირდება. დასრულდა ის დრო, როდესაც ინსტრუქციები, დავალებები მოდიოდა გარედან და გადაწყვეტილებებს იღებდნენ ადამიანები თავის დახრილობით. ჩვენ ვიმოქმედებთ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. რა კანონებია საჭირო ქვეყნის შიგნით, გადაწყვეტს საქართველოს მთავრობა, რომელიც აირჩია მოსახლეობის უმრავლესობამ და არა ვიღაცის დავალებით და ხელის ქნევით მიღებული გადაწყვეტილებები. რაც შეეხება ინტერესებს, ვხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს. უკრაინაში სასამართლომ დაუშვა ერთსქესიანთა ქორწინება და ვიცით, სად მიდის ყველაფერი. გარე აქტორებს სურთ, რომ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, გამოიყენონ საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ჩვენ არ დავუშვებთ ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც დააზარალებს ქვეყნის, ეკონომიკის, ქართველი ხალხის ინტერესებს. საქართველოს ხელისუფლება ამას არ გააკეთებს. რიგმა ქვეყნებმა: სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ესპანეთი, აშშ, საფრანგეთი - მხარი არ დაუჭირეს ამ გადაწყვეტილებას, რაც მისასალმებელია. ეს დოკუმენტი სრული სისულელეა“, - აღნიშნა კალაძემ. მისი თქმით, მათი სამოქმედო გეგმა მარტივია: გადაწყვეტილებები მიიღება ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. „ხედავთ, რა პროცესები მიმდინარეობს მსოფლიოში, რა საფრთხის წინაშე დგანან ისინი. ყველა ქვეყანა მოქმედებს თავისი ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ არ დავუშვებთ ზოგიერთ დიდ ქვეყანას, პოლიტიკურ მოთამაშეს, გამოიყენონ პატარა ქვეყანა, დიდი კულტურისა და ტრადიციების მქონე საკუთარი ინტერესებისთვის. ჩვენ პირადად გამოვცადეთ, რამხელა უბედურება შეიძლება მოჰყვეს ომს. ჩვენ არ დავიწყებია 2008 წლის ტკივილი და ჭრილობა, ჩვენ მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ“, - აღნიშნა კალაძემ. ცნობისთვის, ეუთომ საქართველოს შესახებ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. დოკუმენტის მიხედვით, მთავარი დასკვნები ისაა, რომ მანდატის პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკანდახევა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შერწყმულია დამნაშავეების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ თანდათან შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ახალი კანონების მიღებით, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და ლგბტ+ თემს. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აქტი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და გრანტების აქტი, რომელიც არეგულირებს უცხოურ გრანტებს. ანგარიში ასევე აწვდის რეკომენდაციებს საქართველოს, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საზოგადოებას.

ევროკომისიის სპიკერი: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირობა დადო, რომ ამიერიდან „ჩრდილოვანი ფლოტის“ არც ერთი ტანკერი არ დაიშვება ქვეყნის პორტებში - ჩვენ გავაგრძელებთ ამ ვალდებულებების შესრულებას ყურადღებით.გივი თარგამაძე: დაკითხვის მთავარი არსი იყო, ზიანს აყენებს თუ არა ქვეყანას ჩემი განცხადება ასეთ ვითარებაში - ჩემი პასუხი ცალსახად არის „არა“! - მე ვცადე აეხსნა, რომ რაც ხდება ზიანს აყენებს ქვეყანას და მისი პრევენცია არ ხდებაეუთოს 24-მა წევრმა ქვეყანამ მოუწოდა საქართველოს განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციებიქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად 20 წლის გოგონა გარდაიცვალაგიორგი სიორიძე: საზოგადოებამ დაივიწყოს, რა არის სსს-ის რეალური ფუნქცია; ის გადაიქცა ისეთ სააგენტოდ, როგორიც არის „კაგებე“ ან „ფსბ“ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზრუნავს არა სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების“ უსაფრთხოებაზე.გორდულაძე: მოსკოვის მექანიზმის ანგარიში ოპოზიციისთვის თავის ტკივილი გახდა

ENDEKA