ელენე ხოშტარია მოსკოვის მექანიზმი სრულიად ახალ რეალობას ქმნის
„მოსკოვის მექანიზმი“ სრულიად ახალ რეალობას ქმნის, ამას თანდათან ყველა იგრძნობს, - ასე ეხმაურება „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის გამოქვეყნებას. ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ და სოციალურ ქსელში პირად გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციურ ალიანსს ეკისრება და აუცილებელია ყველა ბერკეტის გამოყენება. „ძალიან დიდი გარღვევა მოხდა, ეს გარღვევა ხალხის სიჯიუტემ, პოლიტიკური სპექტრისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობამ მოიტანა. ქართული ოცნება არის არალეგიტიმური და საერთაშორისო ბრალდება. არა მხოლოდ აღიარება-არაღიარება, ქართული ოცნება აღმოჩნდა პოლიტიკის მიღმა, დამნაშავეების გვერდით. და ასეთი რაღაცების ადგილი სასამართლოებშია, მათ შორის ჰააგაშიც. ქართველ ხალხს მიეცა კონკრეტული და მრავალი ინსტრუმენტი რეჟიმის პასუხისმგებლობისთვის. შეიცვალა ძალთა ბალანსი ჩვენსა და რუსულ ოცნებას შორის. მოგვცეს სამართლიანი ძალის იარაღი მოძალადის წინააღმდეგ! ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციურ ალიანსს, რომ ოპტიმალურად გამოიყენოს ეს ბერკეტები ცვლილებების განსახორციელებლად“, - წერს ელენე ხოშტარია.
• ელენე ხოშტარია - დიდი გარღვევა მოხდა - მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, ამას ყველა თანდათან შეიგრძნობს • გვერკისა და ჰემაღალის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებლებმა სასამართლოსა და პროკურატურას მიმართეს. • საქართველოში მამაკაცის გამოძალვისა და თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის ორი დაკავებულია • ეუთო-ს მოსკოვის მექანიზმის ანგარიში აღნიშნავს "დემოკრატიული უკუსვლას" და აქვეყნებს რეკომენდაციებს • ლევან ხაბეიშვილი - ბიძინა ივანიშვილი ვამპირია, მიდის და კბენს - ვამპირს დღის სინათლის ეშინია, ამიტომ საქართველოში უნდა გათენდეს, რომ ეს ბოროტება დასრულდეს • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელი - თავდაცვის სამინისტრომ შექმნა არა მხოლოდ არაკონკურენტული, არამედ მიკერძოებული გარემო და შესყიდვაში გაცილებით მეტი გადაიხადა, ვიდრე უნდა გადაეხადა. •