ელენე ხოშტარია დიდი გარღვევა მოხდა მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, ამას ყველა თანდათან შეიგრძნობს

ელენე ხოშტარია დიდი გარღვევა მოხდა მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, ამას ყველა თანდათან შეიგრძნობს

მოსკოვის მექანიზმი აბსოლუტურად ახალ რეალობას ქმნის, ამას ყველა თანდათან შეიგრძნობს, - ასე ეხმაურება „დროას“ პარტიის ლიდერი ელენე ხოშტარია მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის გამოქვეყნებას. ციხიდან გამოგზავნილ წერილში, რომელიც სოციალურ ქსელში მის პირად გვერდზე გამოქვეყნდა, ხოშტარია წერს, რომ ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ოპოზიციურ ალიანსს ეკისრება და აუცილებელია ყველა ბერკეტის გამოყენება. „უზარმაზარი გარღვევა მოხდა, ხალხის სიჯიუტემ, პოლიტიკური სპექტრის და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობამ მოიტანა ეს გარღვევა, მოსკოვის მექანიზმი ქმნის აბსოლუტურად ახალ რეალობას, ამას თანდათან ყველა შეიგრძნობს. ქართული ოცნება არის არალეგიტიმური და საერთაშორისო ბრალდება. ეს არ არის აღიარება-არაღიარება, ქართული ოცნება აღმოჩნდა პოლიტიკის გარეთ, დამნაშავეების გვერდით. და ასეთი ადამიანების ადგილი სასამართლოებშია, მათ შორის ჰააგაში. ქართველ ხალხს მიეცა კონკრეტული და ძალიან ბევრი ინსტრუმენტი რეჟიმის პასუხისმგებლობისთვის. შეიცვალა ძალთა ბალანსი ჩვენსა და რუსულ ოცნებას შორის. მოგვეცით სამართლიანი ძალის იარაღი მჩაგვრის წინააღმდეგ! ახლა მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება ოპოზიციურ ალიანსს, რომ ოპტიმალურად გამოიყენოს ეს ბერკეტები ცვლილებების განსახორციელებლად“, - წერს ელენე ხოშტარია. ცნობისთვის, ეუთომ საქართველოს შესახებ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. დოკუმენტის მიხედვით, მთავარი დასკვნები ისაა, რომ მანდატის პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკანდახევა დაფიქსირდა. ანგარიშის თანახმად, დემონსტრანტების, პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა შერწყმულია დამნაშავეების სრულ დაუსჯელობასთან. მთავრობამ თანდათან შეზღუდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება ახალი კანონების მიღებით, რომლებიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ოპოზიციას, დამოუკიდებელ მედიას და ლგბტ+ თემს. გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველომ უნდა გააუქმოს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის აქტი, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA) და გრანტების აქტი, რომელიც არეგულირებს უცხოურ გრანტებს. ანგარიში ასევე აწვდის რეკომენდაციებს საქართველოს, ეუთოს მონაწილე სახელმწიფოებსა და საერთაშორისო საზოგადოებას.

ოკუპირებულ აფხაზეთში "ჯაშუშობისთვის" საქართველოს მოქალაქე დააკავეს.ეუთოს 24 მონაწილე სახელმწიფო ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები.აქციის მონაწილეთა კარვები საქართველოს პარლამენტიდან ღამის ხანძრის შემდეგ ჩამოხსნესუკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული კახა კალაძეს შეხვდასაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილი ეუთოს ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშთან დაკავშირებით.საქართველო თანდათან აკრძალავს პლასტმასის ბოთლებს

ENDEKA