ბომონდის კლინიკა ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად გარდაცვლილი ქალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ბომონდის კლინიკა ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად გარდაცვლილი ქალის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ბომონდის კლინიკა ქუთაისში მშობიარობის შემდგომი გართულების შედეგად გარდაცვლილი 20 წლის გოგონას შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტის მწვავე ქირურგიული პათოლოგია კლინიკურად და ლაბორატორიულად დადასტურდა და ოპერაციის დროს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. „ამ წლის 10 მარტს, მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტი ლ.ტ., მარტვილის კლინიკის კატასტროფის ჯგუფმა მესამე დონის კლინიკაში გადაიყვანეს ბომონდში. ორი კვირის წინ პაციენტს სენაკში საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. ბომონდის კლინიკაში პაციენტს ჩაუტარდა კვლევების სრული პაკეტი, მწვავე ქირურგიული პათოლოგიის კლინიკური და ლაბორატორიული დადასტურება. ოპერაციის დროს განვითარდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიება მიმდინარეობს. ბომონდის კლინიკა უსამძიმრებს პაციენტის ოჯახს“, - ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მშობიარობის შემდეგ 20 წლის გოგონას გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. არსებული ინფორმაციით, 20 წლის ლიკა ტალახაძემ სენაკის სამშობიაროში ორი კვირის წინ იმშობიარა, რამდენიმე დღის წინ კი მისი მდგომარეობა დამძიმდა და ქუთაისში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. მომხდარის გამო საგამოცდო ოფისში ხმაური იყო. ახლობლები ქალის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას ითხოვენ. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

მინისტრი გადაწყვეტილებაზე 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებთან დაკავშირებით - მნიშვნელოვანი იყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებაელენე ხოშტარია: „მოსკოვის მექანიზმი“ სრულიად ახალ რეალობას ქმნისკალაძე: მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში სრული სისულელეაTI: „ქართული ოცნება“ შურს იძიებს იმ სანქციებისთვის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტTV“-ს.მახაშვილი: „მოსკოვის მექანიზმს“ არაფერი აქვს საერთო ჰააგის სასამართლოსთანTI ComCom-ს „შურისძიების მცდელობაში“ ადანაშაულებს იმედისა და POSTV-ის წინააღმდეგ სანქციებისთვის

ENDEKA