არჩილ გორდულაძე მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციის უბედურება გახდა პასუხობს უნდა გაუქმდეს კანონები გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების, ა...

არჩილ გორდულაძე მოსკოვის რუსული მექანიზმის ანგარიში ოპოზიციის უბედურება გახდა პასუხობს უნდა გაუქმდეს კანონები გამჭვირვალობის, ოჯახური ღირებულებების, ა...

„მოსკოვის რუსული მექანიზმის“ ანგარიში ოპოზიციისთვის უბედურება გახდა. ისინი ერთდროულად უხარიათ, ამავდროულად უხერხულნი არიან, შეგნებულად ერიდებიან თემებს, რომლებიც საზოგადოების რისხვას გამოიწვევს, - წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე მოსკოვის მექანიზმის ანგარიშს ეხმაურება. როგორც გორდულაძე აღნიშნავს, თავდაპირველად ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს კონსენსუსი იმაზე, უნდა გაუქმდეს თუ არა FARA და გამჭვირვალობის კანონი. “The report of the “Moscow Russian Mechanism” has become a trouble for the opposition. They are simultaneously rejoicing, while at the same time, they are embarrassed, they are consciously avoiding topics that will incur the wrath of the public. ამიტომ, გთავაზობთ მარტივ ტესტს - კოლექტიურმა ლომჯარიებმა, ბურჯანაძეებმა, გვარამიასმა და სხვა აგენტებმა მკაფიო პასუხი უნდა გასცენ შემდეგ კითხვებს: უნდა გაუქმდეს თუ არა ამერიკული FARA? უნდა გაუქმდეს თუ არა გამჭვირვალობის აქტი? უნდა გაუქმდეს თუ არა კანონი ოჯახური ფასეულობებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ? უნდა დაკანონდეს თუ არა ქვეყანაში სამედიცინო ჩარევა სქესის შეცვლაზე? უნდა აირჩიოს თუ არა ადამიანმა საკუთარი სქესი? ეს არის უმარტივესი კითხვები. უპასუხეთ საზოგადოებას - კი ან არა! ჯერ ამ თემებზე ვიმსჯელოთ და მერე თუთიყუშის სამედიცინო დასკვნაზე ვისაუბროთ“, - წერს არჩილ გორდულაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, ეუთომ საქართველოს შესახებ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოში განვითარებული მოვლენები და მოცემულია რეკომენდაციები. დოკუმენტის მიხედვით, მთავარი დასკვნები ისაა, რომ მანდატის პერიოდში საქართველოში დემოკრატიული უკანდახევა დაფიქსირდა.

თინა ბოკუჩავა: ბრძოლის ველიდან გაქცევას არ ვაპირებ, გამარჯვებამდე ვიბრძოლებთ„ოპოზიციური ალიანსი“: მსოფლიომ გაიგო, რომ დიქტატორი ივანიშვილი საკუთარ ხალხს წამლავსხაბეიშვილი: ბიძინა ივანიშვილი ვამპირია და დღის სინათლის ეშინიასაქართველომ ახლო აღმოსავლეთიდან 500-ზე მეტი თანამემამულე ჩამოიყვანაTI: „ქართული ოცნება“ შურს იძიებს იმ სანქციებისთვის, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა დაუწესა ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტTV“-ს.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამუშაო შეხვედრა გამართა აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს ხელმძღვანელთან

ENDEKA