ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ კურსებში მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა მეწყრული ზონიდან 38 ოჯახი ევაკუი...
ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, ბეროძეების და გოგოლაშვილების რაიონებში, მეწყრული პროცესების განვითარების შედეგად 5 საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. მათივე ინფორმაციით, მეწყერსაშიშ ზონიდან 38 ოჯახია ევაკუირებული. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. „არავინ დაშავებულა, დაზარალებულ ოჯახებს სასტუმროებში ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველჰყოფს. სტიქიის ადგილზე იმყოფებიან იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ლევან ზალკალიანი, ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მეწყერსაშიშ ზონაში მობილიზებულია იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები და ყველა შესაბამისი სამსახური. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი: 599 273 250, 574 228 102“, - ნათქვამია განცხადებაში.
• კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ ეზოებში უკანონო ავტოფარეხების გაყვანას • ახლო აღმოსავლეთში ომის ფონზე კობახიძე ისრაელის ელჩს შეხვდა • Zara, Bershka, Mango, Pull&Bear და სხვა ბრენდების გაყიდვები 357 მილიონ ლარამდე გაიზარდა. • საქართველომ და შავი ზღვის დაცვის კომისიამ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს • საქართველოს პროკურატურამ საინვესტიციო თაღლითობის სქემის აღმოჩენის შესახებ განაცხადა • ნიკოლოზ სამხარაძე - მნიშვნელოვანია, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ დაგმო ინსტიტუციებზე თავდასხმა და ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი მცდელობა. •