სოფელ კურსებში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა და 38 ოჯახი ევაკუირებულია.

სოფელ კურსებში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა და 38 ოჯახი ევაკუირებულია.

ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა. როგორც პირველ არხს მერმა განუცხადა, 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამ ადამიანებს სასტუმროში განთავსებით და სხვა საცხოვრებელი ოთახებით უზრუნველყოფს. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, კერძოდ ეროძეების და გოგოლაშვილების რაიონებში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის შედეგადაც ხუთი სახლი დაინგრა, 38 ოჯახი ევაკუირებულია, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ტყიბულის მუნიციპალიტეტი ამ მაცხოვრებლებს სასტუმროში განთავსებით და სხვა საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ადგილზე მობილიზებულია იმერეთის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე ყველა სხვა შესაბამისი სამსახური. გეოლოგები მუშაობენ, მომხდარის მიზეზები დგინდება“, - განაცხადა ტყიბულის მერმა.

ინტერნეტი და ტელევიზია დაკარგა მაგთიკომის ათასობით აბონენტს - პროვაიდერმა პრობლემა უკვე მოაგვარაევროკავშირი და აშშ ამზადებენ შეთანხმებას იშვიათი დედამიწის წიაღისეულის შესახებ„ოპოზიციის ალიანსი“: საქართველოს დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება - ივანიშვილის რუსეთის დიქტატურის პირობებში ვერ გადარჩებათბილისში შესაძლოა სკუტერების მოძრაობის წესები დაინერგოსTCRC: რა დაკარგა საქართველომ ანაკლიაში პორტის მშენებლობის შეჩერებით?თბილისის მეტრო 12 აპრილს 04:00 საათამდე იმუშავებს

ENDEKA