სოფელ კურსებში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა და 38 ოჯახი ევაკუირებულია.

სოფელ კურსებში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა და 38 ოჯახი ევაკუირებულია.

ტყიბულის მერმა დავით კუბლაშვილმა განაცხადა, რომ სოფელ კურსებში მეწყრის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა. როგორც პირველ არხს მერმა განუცხადა, 38 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა. მისი თქმით, მუნიციპალიტეტი ამ ადამიანებს სასტუმროში განთავსებით და სხვა საცხოვრებელი ოთახებით უზრუნველყოფს. „ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, კერძოდ ეროძეების და გოგოლაშვილების რაიონებში მეწყრული პროცესები განვითარდა, რის შედეგადაც ხუთი სახლი დაინგრა, 38 ოჯახი ევაკუირებულია, საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის. ტყიბულის მუნიციპალიტეტი ამ მაცხოვრებლებს სასტუმროში განთავსებით და სხვა საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ადგილზე მობილიზებულია იმერეთის რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ასევე ყველა სხვა შესაბამისი სამსახური. გეოლოგები მუშაობენ, მომხდარის მიზეზები დგინდება“, - განაცხადა ტყიბულის მერმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ელჩს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოუცხადარეზოლუციის პროექტი: ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას - ასევე გმობს შემაკავებელი კანონმდებლობის მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს განსხვავებული აზრის აღკვეთას და მოუწოდებს „ოცნებას“ გააუქმოს ეს კანონები.თბილისი ახალ სამეზობლო პარკს ზაჰესში ააშენებსმთავრობის ადმინისტრაცია - ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო და მიუსამძიმრა ისრაელს დაღუპვის გამო.კახეთში პოლიციის მანქანას ცეცხლი გაუჩნდაეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში

ENDEKA