შალვა პაპუაშვილი დღეს ჩვენ რეალურად გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება გარე...

შალვა პაპუაშვილი დღეს ჩვენ რეალურად გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება გარე...

დღეს ჩვენ რეალურად გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ხელისუფლების შეცვლას გარედან - რეჟიმის შეცვლის სახელმძღვანელოები, როგორც ჩანს, გადაეცა ევროპას და ახლა კითხულობენ, რომელ გვერდზე მოხვდნენ - საბედნიეროდ, ცუდი სტუდენტები არიან, - განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. მისი თქმით, აშკარაა, რომ „ევროკავშირის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ ძალადობის, რადიკალიზმის, ექსტრემიზმის, დეზინფორმაციის, პროპაგანდის წახალისება“. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ყოველი რადიკალური, პროპაგანდისტული და მოძალადე ჯგუფის უკან ევროპული ფული დგას. „ეუთოს დელეგაციის ორი ძირითადი გზავნილი იყო, ერთი – დაგმეს სახელმწიფო ინსტიტუტების ძალადობრივი დამხობა და მეორე – დაგმეს არჩევნებისა და პარლამენტის ბოიკოტი, სულ ორი წინადადება დასჭირდა. ევროკავშირის ელჩს მინდა ვკითხო - რთულია? ძნელია ამ მარტივი სიმართლის თქმა, რომ პრეზიდენტის სასახლეში შტურმი დაუშვებელია?! რატომ უჭირს ბატონ ჰეჩინსკის ამ რამდენიმე მარტივი სიტყვის თქმა?! რატომ უჭირთ ბატონ ჰეჩინსკის და მის ხელმძღვანელობას ბრიუსელში მეორე მარტივი წინადადების თქმა, რომ საპარლამენტო მანდატების გაუქმება და პარლამენტის დატოვება არ არის დემოკრატია?! რატომ უჭირთ მათთვის?! სინამდვილეში, მათთვის რთული არაფერია! მათ ეს ძალიან კარგად იციან და ამას შეგნებულად აკეთებენ, რათა არ წაართვან რადიკალიზმს მინიჭებული ლეგიტიმაცია, რადგან დღეს რადიკალიზმი სრულად არის ლეგიტიმირებული გარედან. დღეს ჩვენ რეალურად გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს საქართველოში ძალადობრივი სცენარების განხორციელებას, ხელისუფლების შეცვლას საქართველოში გარედან. რაზეც უარი თქვა შეერთებულმა შტატებმა, მისმა ახალმა ადმინისტრაციამ, ახლა მთლიანად ევროპამ გადაიბარა. რეჟიმის შეცვლის სახელმძღვანელოები, როგორც ჩანს, მათ გადასცეს და ახლა ამოწმებენ რომელ გვერდზე მოხვდნენ. საბედნიეროდ, ისინი ცუდი სტუდენტები არიან და ვხედავთ, რომ 4 ოქტომბერი არის მაგალითი იმ წარუმატებელი მცდელობისა დამხობის ხელისუფლების, რომელსაც გარედან სრული მხარდაჭერა ჰქონდა. 4 ოქტომბერს ხელისუფლების დამხობისკენ მიმართული შეკრების მხარდაჭერა ევროკომისიის წარმომადგენლის დონეზე გამოცხადდა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, მარტივი კითხვაა ევროკავშირის ელჩთან და ბრიუსელთან - რთულია ამ ორი მარტივი წინადადების თქმა?! ასე რომ, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას საკუთარი პოტენციალის რეალიზებაშიმარტა კოსი: საქართველოში ხედავთ რა ხდება, როცა რუსეთი იგებსსაქართველომ და შავი ზღვის დაცვის კომისიამ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს16 მარტიდან მეტრო ვარკეთილი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებსისრაელის საელჩო საქართველოში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის ელჩის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებსნაჩო სანჩეს ამორი - ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, მაშინ როცა მათ მიატოვეს ევროპული პერსპექტივები, რამაც გამოიწვია უარყოფითი შედეგები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ENDEKA