რასა იუკნევიჩიენე ქართველი ხალხი გადის ერთ ერთ ურთულეს პერიოდს, მაგრამ საქართველო არ არის დაკარგული თქვენ არ ხართ დაკარგული ევროკავშირისთვის
არიან ისეთებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საქართველო დაკარგულია. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. დიახ, დღეს ქართველი ხალხი უახლესი ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს განიცდის, თუმცა, საქართველო ნამდვილად არ არის დაკარგული, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, ამის დასტურია ის წერილი, რომელიც გუშინ მივიღე ელენე ხოშტარიასგან, რომელშიც ელენე ხოშტარია წერს: „სიტყვით ვერ გამოვხატავ, როგორი მადლიერი ვარ, როცა ვხედავ თქვენს ურყევ, განუწყვეტელ მხარდაჭერას და ლოიალობას საქართველოს მიმართ, ჩვენი ბრძოლის მიმართ ევროპული ღირებულებებისთვის. ფასდაუდებელია შენნაირი მეგობრების ყოლა ამ რთულ დროს. ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ ჩემი სახელი საქართველოს საკითხზე გამართული მოსმენის დღის წესრიგის ნაწილია. თუმცა, ცხადია, მთავარი აქცენტი მე არ ვარ, არამედ ქართველი ხალხი, რომელმაც წარმოუდგენელი გამძლეობა გამოიჩინა რუსეთთან ბრძოლაში. ეს არ არის ბრძოლა ერთი ადამიანის თავისუფლებისთვის; ეს არის ბრძოლა ერის ღირსებისა და მისი ევროპული არჩევანის დასაცავად. მინდა იცოდეთ, რომ მზად ვარ ციხეში ვიყო იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება და არ ვნანობ ჩემს პირად პატიმრობას. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, რომ საკმარისი ყურადღება მიექცეს იმ სტრატეგიულ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც დგას ევროპა დღეს საქართველოში. და თქვენ ნამდვილად წარმატებას მიაღწევთ ამაში. შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს უნდოდეს, რომ ჩვენ გამოვიყენოთ როგორც ვაჭრობის ჩიპები, როგორც მძევლები. ეს არ უნდა დავუშვათ. ჩემი მიზანი არ არის ჩემი პირადი თავისუფლება; ჩემი მიზანი ქართველი ხალხის თავისუფლებაა. მოგეხსენებათ, ოპოზიციამ მოახერხა ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანება, რაც, ვფიქრობ, დამატებით ბიძგს მისცემს საქართველოს საკითხს. ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ახლახან დაწესებულმა სანქციებმა აჩვენა რამდენად ეფექტურია ეს ზომები. სანამ ქართველი ხალხი მტკიცედ იბრძვის, ჩვენც პოლიტპატიმრები მტკიცედ ვიბრძვით და თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენი მეგობრების თანადგომა მაძლევს რწმენას, რომ გავიმარჯვებთ! კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა!" - წერს ხოშტარია რასა იუკნევიჩიენესადმი გაგზავნილ წერილში. წერილის წაკითხვის შემდეგ ევროპარლამენტის წევრმა ქართველებს მიმართა: საქართველო და ქართველებო, თქვენ არ ხართ დაკარგული ჩვენთვის, ევროკავშირისთვის.
• მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან მუშაობას სრულად განაახლებს • გოგა ხაინდრავამ ტელეკომპანია „ტვ ფორმულა“-ს სასამართლოში უჩივლა. • გრიგოლ გეგელია ვაიმარის ქვეყნების განცხადებაზე - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთის მხრივ ევროკავშირის კარი ღიაა და მეორე მხრივ, ქართული ოცნების რეჟიმი არაფერს აკეთებს ამ კარისკენ წასასვლელად. • ეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყანას უსწრებს - ეკონომიკის სამინისტროს უფროსის მოადგილე. • საქართველოს პოლიციამ უკანონო იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების დარბევის შედეგად 51 ადამიანი დააკავა • თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი: ვაღიარებ იმ გარემოებებს, რომ ზიანი მივაყენე სახელმწიფო ბიუჯეტს და ვნანობ - მინისტრს ყველა ძირითადი შესყიდვის შესახებ ეცნობა •