ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში გამოვხატე ჩემი შეშფოთება, რადგან ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არს...

ნიკოლ ფაშინიანი ევროპარლამენტში გამოვხატე ჩემი შეშფოთება, რადგან ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არს...

ქართული მხარის მოთხოვნა და მიმართვა არ ყოფილა, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ბრიფინგზე. კითხვაზე, იყო თუ არა ქართული მხარის მოთხოვნა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ეთქვათ, რომ „სომხეთის ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაბრკოლება ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური დიალოგის გაყინვაა“, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უპასუხა, რომ „ქართული მხარის მოთხოვნა და მიმართვა არ ყოფილა. „თუმცა, მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, რომელზეც ვმუშაობთ, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გამოვხატე ჩემი შეშფოთება, რადგან ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული ვითარებით. ეს გვაწუხებს“, - განაცხადა ფაშინიანმა. ცნობისთვის: გუშინ ევროპარლამენტში სიტყვით გამოვიდა სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი. „საქართველო არის ჩვენი გზა ევროკავშირისკენ და ჩვენ მივიღეთ კანონი სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყების შესახებ მას შემდეგ, რაც საქართველომ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამან ხელშესახები გახადა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა და ჩვენი მოლოდინი და მოთხოვნაა, რომ განვითარდეს კონსტრუქციული პროცესი ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ეს ისეთივე მნიშვნელოვანია სომხეთისთვის, როგორც საქართველოსთვის“, - აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

შალვა პაპუაშვილი: რაც გავიგეთ ევროპარლამენტში, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა კონგრესის გამეორება იყო! ევროკავშირი შინაარსით საბჭოთა ხდება - ჩვენ ვართ ევროკავშირის დამცველები და ევროპარლამენტარები, ევროკომისრები მისი მტრები არიან.იუნესკოს ექსპერტები განიხილავენ მცხეთაში რივერსაიდ პარკის კონცეფციასევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღომინისტრი გადაწყვეტილებაზე 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებთან დაკავშირებით - მნიშვნელოვანი იყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება და კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინებათეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლემ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა.ლევან მახაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე: ელენე ხოშტარიას ნაწამები ჟოანა დ-არკის გამოძერწვას ცდილობენ, რუსეთისგან დაფინანსებული ადამიანისგან - საზოგადოების და სახელმწიფოს ასეთი დაცინვა უბრალოდ წარმოუდგენელია

ENDEKA