ნაჩო სანჩეს ამორი ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერ მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, მაშინ როცა მათ მიატოვეს...
საქართველოში ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გრძელი სიაა, რომლებიც გახდნენ სამართლებრივი დევნის მსხვერპლი, - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა ნაჩო სანჩეს ამორმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. მისი თქმით, საქართველომ მიატოვა ევროპული პერსპექტივები, რამაც უარყოფითი შედეგები გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ. „აქ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა. თუმცა მათ მიატოვეს ევროპული პერსპექტივები, რამაც გამოიწვია უარყოფითი შედეგები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. არსებობს ჟურნალისტების, პოლიტიკოსების და სამოქალაქო საზოგადოების წევრების გრძელი სია, რომლებიც გახდნენ სამართლებრივი დევნის მსხვერპლი. მათი ხმა დემოკრატიის სასარგებლოდ“, - განაცხადა ნაჩო სანჩეს ამორმა.
• რასა იუკნევიჩიენე: ქართველი ხალხი გადის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს, მაგრამ საქართველო არ არის დაკარგული - თქვენ არ ხართ დაკარგული ევროკავშირისთვის • ევროპარლამენტი ამზადებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს • „ტვ პირველი“ აცხადებს, რომ არხის თანამგზავრული მაუწყებლობა გადაუხდელი გადასახადის გამო შეჩერებულია • პაპუაშვილი: ევროპარლამენტი უახლოვდება საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა ყრილობას • მოლდოვის მთავრობამ დაამტკიცა დსთ-დან გამოსვლა • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი: „საქართველოში ახალი კანონები დამოუკიდებელი მედიის პარალიზებას ემუქრება“ •