ჯავარა უგრეხელიძე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად დაინიშნა

ჯავარა უგრეხელიძე თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორად დაინიშნა

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ახალი დირექტორი ჰყავს. ჯავარა უგრეხელიძე სამედიცინო დაწესებულების დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა. ახალი დირექტორი თანამშრომლებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან მიგრანტთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ წარუდგინა. მიხეილ სარჯველაძემ თანამშრომლებს კლინიკის განვითარების სამომავლო გეგმები გააცნო და ჯაარა უგრეხელიძეს წარმატებები უსურვა. „რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი დირექტორი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და აქვს მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილება როგორც კლინიკურ პრაქტიკაში, ასევე ჯანდაცვის მენეჯმენტში, წინა წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციაზე. 2022–2024 წლებში მუშაობდა ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. აკადემიკოსი ნიკოლოზ ყიფშიძე კადრების უწყვეტი განათლების ცენტრის ხელმძღვანელად, ასევე სხვადასხვა პერიოდში ეკავა დირექტორის მოადგილის, სამედიცინო მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფის და სამედიცინო მენეჯერის თანამდებობებს. ჯავარა უგრეხელიძე აქტიურად არის ჩართული აკადემიურ საქმიანობაში - მოწვეული ლექტორია თბილისის სამედიცინო აკადემიაში და კავკასიის უნივერსიტეტში. მისი სამეცნიერო ინტერესები ძირითადად კარდიოლოგიასა და ჰიპერტენზიას უკავშირდება და მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია საერთაშორისო და ქართულ სამედიცინო ჟურნალებში“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. ჯანდაცვის მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა კლინიკის ყოფილ დირექტორს გოგა მესხს გაწეული სამუშაოსთვის. დეპარტამენტის ინფორმაციით, ის მუშაობას საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილედ გააგრძელებს.

ევროკავშირი მზადაა, პასუხისმგებელნი აიღონ საქართველოში დემოკრატიული უკანდახევებისა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებელი პირებინიკოლ ფაშინიანი: ევროპარლამენტში გამოვხატე ჩემი შეშფოთება, რადგან ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული ვითარებით - ქართული მხარის მოთხოვნა და მიმართვა არ ყოფილა.ტყიბულში, სოფელ კურსაში მეწყერი ჩამოწვა - მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.შალვა პაპუაშვილი: დღეს ჩვენ რეალურად გვყავს არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ რადიკალური ბრიუსელი, რომელიც ცდილობს შეცვალოს საქართველოში ხელისუფლება გარედან.ევროპარლამენტი ამზადებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსეკონომიკური თავისუფლების ინდექსით საქართველო ევროკავშირის წევრ და კანდიდატ ქვეყანას უსწრებს - ეკონომიკის სამინისტროს უფროსის მოადგილე.

ENDEKA