ირანის მიერ თავდასხმულ ტანკერზე 23 ქართველი იმყოფებოდა.
ერაყის წყლებში ირანის მიერ თავდასხმულ ტანკერზე 23 ქართველი იმყოფებოდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი მეზღვაურის მეუღლემ განუცხადა. მედიის ცნობით, ქართველი მეზღვაურების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. „წუხელ შუაღამისას ველაპარაკე და ყველაფერი კარგად იყო, მერე დამირეკა დილის 2:30-ზე, აუჩქარებლად მითხრა: „ყველანი კარგად ვართ, ყველა ცოცხლები ვართ“ და ბოლოს დილით ველაპარაკე - ამ ტანკერსაც დაესხა დრონი, ყველაფერი დაიწვა. მეორე ტანკერზე დაშავებულები იყო. ჯაშმა რადიო თავისუფლებას განუცხადა. რადიო თავისუფლება წერს, რომ მალტის დროშის ქვეშ მცურავმა გემმა Zephyros-მა, სავარაუდოდ, ირანული საწვავი გადაიტანა.
• მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან მუშაობას სრულად განაახლებს • ფაშინიანმა დაადასტურა სომხეთის განზრახვა განახორციელოს TRIPP • ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები თავშესაფრებში სტერილიზაციის შემდეგ ცხოველების დაკარგვის შესახებ აცხადებენ • WSJ: საუდის არაბეთს მილიონობით დოლარის ღირებულების უკრაინული თვითმფრინავების შეძენა სურს • მოლდოვის მთავრობამ დაამტკიცა დსთ-დან გამოსვლა • „ტვ პირველი“ აცხადებს, რომ არხის თანამგზავრული მაუწყებლობა გადაუხდელი გადასახადის გამო შეჩერებულია •