ირაკლი კობახიძე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა მუდმივი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო იმის...
ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები გვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა - მშვიდობა არის ქვეყნის განვითარების საფუძვლების საფუძველი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე. მისი თქმით, საქართველოს ირგვლივ შექმნილი ვითარებაში მუდმივი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო, რათა ქვეყანაში მშვიდობა მყარად იყოს დაცული. „კიდევ ერთხელ უნდა გამოვეხმაუროთ ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს. ეს მოვლენები გვახსენებს, რამდენად დიდია მშვიდობის მნიშვნელობა. რა თქმა უნდა, ამ უკიდურესად რთულ ვითარებაში, რომელიც ჩვენს ირგვლივ შეიქმნა, ბუნებრივია, მუდმივი ყურადღება და სიფრთხილეა საჭირო იმისათვის, რომ მშვიდობა მყარად იყოს დაცული საქართველოში. მშვიდობა არის ქვეყნის განვითარების საფუძველი. ამიტომ, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა და მაქსიმალურად ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამ თემასთან დაკავშირებით მინდა გავიხსენო, რომ ჩვენი მოქალაქეები სამხედრო ოპერაციების დაწყების შემდეგ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ყურის ყურის არაბულ ქვეყნებში საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე დარჩა. მინდა მადლობა გადავუხადო საგარეო საქმეთა სამინისტროს, ელჩებს და საელჩოს თანამშრომლებს. მათი ყოველდღიური ძალისხმევის შედეგად ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ სამშობლოში. სახელმწიფოს ორგანიზებით ოთხი ჩარტერული რეისი განხორციელდა და შედეგად, 558 ჩვენი მოქალაქე საქართველოში დაბრუნდა. ყველა რეისი სახელმწიფოს მიერ იყო სრულად დაფინანსებული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
• ევროპარლამენტი ამზადებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს • ნიკოლ ფაშინიანი: ევროპარლამენტში გამოვხატე ჩემი შეშფოთება, რადგან ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული ვითარებით - ქართული მხარის მოთხოვნა და მიმართვა არ ყოფილა. • საქართველოს ეწვია დაღესტნის მუფთიატის თავმჯდომარე, რომელიც მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის შეჭრას. • არასამთავრობო ორგანიზაციები რეორგანიზაციის შემდეგ ბათუმის მერიაში პოლიტიკურ დათხოვნას ავრცელებენ • პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი: „საქართველოში ახალი კანონები დამოუკიდებელი მედიის პარალიზებას ემუქრება“ • აღმოსავლეთ საქართველოში მიწისძვრა მოხდა •