ირაკლი კობახიძე 6 წელზე მეტი ასაკის მანქანების შემოტანის აკრძალვა შეიცვლება შესაბამისი გაზრდილი აქციზის განაკვეთით.
საქართველოს მთავრობა 6 წელზე უფროსი ასაკის მანქანების ქვეყანაში შემოტანას აღარ აკრძალავს. სამაგიეროდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ასეთი მანქანების იმპორტზე აქციზი დაწესდება კონკრეტული ოდენობით - კუბურ სანტიმეტრზე 4,5 ლარი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე უფროსი ასაკის მანქანების იმპორტთან დაკავშირებით. გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, იმპორტის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე უფროსი ასაკის ავტომობილებზე განბაჟების ტარიფი 4,5 ლარი იქნება, ანუ აქციზის გადასახადი დაწესდება 45 ლარის ოდენობით. შესაბამისად, იმპორტის აკრძალვა შეიცვლება შესაბამისი გაზრდილი აქციზის განაკვეთით. ეს გადაწყვეტილება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე - და სწორედ ამ მიზეზით იყო ნაკარნახევი მთავრობის მიერ ადრე მიღებული გადაწყვეტილება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებაში შევიტანეთ გარკვეული შესწორებები, რომლებიც ეფუძნება შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს - თემა, რომელიც ფართოდ განიხილებოდა საზოგადოებაში“, - განაცხადა პრემიერმა.
• საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისრაელის ელჩს ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო შეშფოთება გამოუცხადა • თავდაცვის სამინისტროს შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი: ვაღიარებ იმ გარემოებებს, რომ ზიანი მივაყენე სახელმწიფო ბიუჯეტს და ვნანობ - მინისტრს ყველა ძირითადი შესყიდვის შესახებ ეცნობა • სოფელ კურსებში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ხუთი სახლი დაინგრა და 38 ოჯახი ევაკუირებულია. • ბერძნული მედიის ცნობით, ტანკერზე, რომელიც ირანმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში დაარტყა, საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა. • თბილისში მამაკაცი გარდაცვლილი დედის ცხედართან ერთად ბინაში თითქმის ორი წელი ცხოვრობდა • ნაჩო სანჩეს ამორი: ევროკავშირისთვის სირცხვილია, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს განვიხილავთ მხოლოდ რუსეთის დახმარების გამო •