ევროპარლამენტი ამზადებს რეზოლუციას საქართველოს შესახებ, რომელიც გმობს პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს
ევროპარლამენტი კატეგორიულად გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, ნათქვამია რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტარები დღეს უყრიან კენჭს. რეზოლუციაში, სახელწოდებით „ელენე ხოშტარიასა და პოლიტპატიმრების საქმე ქართული ოცნების რეჟიმის პირობებში“, აღნიშნულია, რომ ევროპარლამენტი „მტკიცედ გმობს ელენე ხოშტარიას და ყველა სხვა პირის პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებას, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სიტყვისა და შეკრების თავისუფლების განხორციელების ან მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვას. ევროპარლამენტი ასევე „გმობს, მიღებული ინფორმაციის თანახმად, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ხოშტარიას დაკავების დროს. ითხოვს მის დაუყონებლივ და უპირობო გათავისუფლებას, ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირის გათავისუფლებას. ითხოვს მათ წინააღმდეგ წაყენებული პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდების დაუყოვნებლივ გაუქმებას“. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოითხოვს „დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას დაკავებულთა არასათანადო მოპყრობისა და ეროვნული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენების შესახებ ბრალდებებზე“. ევროპარლამენტი ასევე „ითხოვს დამოუკიდებელ და გამჭვირვალე გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური აგენტების გამოყენების შესახებ ინფორმაციის შესახებ“. რეზოლუცია „მტკიცედ გმობს შემაკავებელი კანონმდებლობის გაგრძელების მიღებას, რომელიც მიზნად ისახავს ფუნდამენტური თავისუფლებების, პოლიტიკური აქტივიზმის, სამოქალაქო პროტესტისა და განსხვავებული აზრის აღკვეთას. მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გააუქმოს ეს შემზღუდავი კანონები, შეწყვიტოს წინასწარი პატიმრობის გამოყენება პოლიტიკური რეპრესიებისთვის და უზრუნველყოს სასამართლოს დამოუკიდებლობა და სათანადო პროცესი.“ დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ „პოლიტპატიმრების ყოფნა შეუთავსებელია საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან“. ევროპარლამენტი „ადასტურებს უწყვეტ მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და მისი დემოკრატიული ევროპული მომავლის მიმართ. მოუწოდებს ევროკომისიას და წევრ ქვეყნებს, მხარი დაუჭირონ და დაიცვან საფრთხის ქვეშ მყოფი ქართველი აქტივისტები, ჟურნალისტები და ოპოზიციის წარმომადგენლები“. გარდა ამისა, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირს და წევრ ქვეყნებს, შემოიღონ მიზანმიმართული სანქციები და სავიზო შეზღუდვები ევროკავშირის შიგნით რეჟიმის წევრებისა და მის ხელშემწყობთა მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებზე, შევიწროებასა და ძალადობაზე დემოკრატიული ოპოზიციის, დისიდენტების, დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ.
• შალვა პაპუაშვილი: ჩვენთვის მთავარია არა „მოსკოვის მექანიზმი“ და ბრიუსელის ინსტრუმენტი, არამედ სიმართლე - ადამიანი საქართველოში მხოლოდ 2 დღე იყო და უკვე მოამზადა დოკუმენტი, ეჭვი გეპარებათ, რომ ეს წინასწარ დაწერილი ტექსტია და დანარჩენი მხოლოდ შეფუთვა იყო? • სახალხო დამცველმა პარლამენტის თავმჯდომარეს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა • გივი თარგამაძე: საბოლოოდ, აღმოვჩნდი და წარვდექი სუს-ში - ჩემი ყველა განცხადება ღია წყაროებიდან მოპოვებულ ინფორმაციას ეყრდნობოდა, შესაბამისად, დასაბუთებული არაფერი მაქვს. • გრიგოლ გეგელია ვაიმარის ქვეყნების განცხადებაზე - ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ერთის მხრივ ევროკავშირის კარი ღიაა და მეორე მხრივ, ქართული ოცნების რეჟიმი არაფერს აკეთებს ამ კარისკენ წასასვლელად. • ტელეკომპანია „ტვ პირველის“ სატელიტური მაუწყებლობა ფინანსური დავალიანების გამო შეწყდა • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა: საქართველოში პოლიტიკასა და საზოგადოებაში პოლარიზაცია ხელს უშლის ქვეყანას საკუთარი პოტენციალის რეალიზებაში •