ბერძნული მედიის ცნობით, ტანკერზე, რომელიც ირანმა ერაყის ტერიტორიულ წყლებში დაარტყა, საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა.
ერაყის ტერიტორიულ წყლებში ირანის დარტყმის შედეგად საბერძნეთის კუთვნილ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა - ტანკერზე საქართველოს 22 მოქალაქე იმყოფებოდა, - იუწყება ბერძნული მედია. მედიის ცნობით, მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი Zefyros ერაყის ტერიტორიულ წყლებში გემიდან გემზე ტვირთის გადატანას ახორციელებდა, როდესაც მას ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული ირანული უპილოტო ნავი, სავარაუდოდ, დაეჯახა. თავდასხმის შემდეგ ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ის ერაყის სახანძრო სამსახურებმა ჩააქრეს. ბერძნული მედიის ცნობით, ეკიპაჟის 22-ვე წევრი უსაფრთხოა და ისინი ერთ-ერთ ერაყულ გემზე გადაიყვანეს. გარდა ამისა, ერაყმა განაცხადა, რომ ღამით, ზეფიროსის გარდა, შეტევა განხორციელდა მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ ტანკერ Safesea Vishnu-ზეც.
• ნიკოლ ფაშინიანი: ევროპარლამენტში გამოვხატე ჩემი შეშფოთება, რადგან ჩვენ ნამდვილად შეშფოთებულები ვართ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობებში არსებული ვითარებით - ქართული მხარის მოთხოვნა და მიმართვა არ ყოფილა. • პაპუაშვილი: საქართველოს როლი იზრდება, ამის დასტურია ეკონომიკური ზრდის ტემპი • ევროკომისარი: ამჟამინდელი კურსით საქართველო ევროკავშირს არც 2030 წლისთვის და არც არასდროს შეუერთდება • შალვა პაპუაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობაში“ კონფლიქტი აქვთ, ვინ იქნება ვერძი და ვინ ცხვარი - დაგვრჩენია პოპკორნი ავიღოთ და ვერძისა და ცხვრის დარიგებას ვუყუროთ • საქართველოში ათობით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს • რასა იუკნევიჩიენე: ქართველი ხალხი გადის ერთ-ერთ ურთულეს პერიოდს, მაგრამ საქართველო არ არის დაკარგული - თქვენ არ ხართ დაკარგული ევროკავშირისთვის •