თათა ხვედელიანი დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში, მაგრამ ამ დიალოგს ანადგურებს ორი ძალა...

თათა ხვედელიანი დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ქვეყანაში, მაგრამ ამ დიალოგს ანადგურებს ორი ძალა...

რა თქმა უნდა, დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ დიალოგს ანადგურებს ორი ძალა - ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა თათა ხვედელიანმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის განცხადების შეფასებისას განუცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ ანადგურებენ დიალოგის სივრცეს „მათი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების ანონსიებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით და ზრდიან რადიკალიზმის დონეს, რომელიც არსებობს ჩვენს ქვეყანაში“. „ჩვენი პოლიტიკური ძალისგან არაერთხელ გსმენიათ, რომ პარლამენტისა და არჩევნების ბოიკოტირება შეცდომა იყო. ჩვენ განვაახლეთ საპარლამენტო მუშაობა და ვიყენებთ ნებისმიერ მშვიდობიან გზას, რათა შევამციროთ „ოცნების“ ამომრჩევლები. რაც შეეხება სხვა დათქმებს და პუნქტებს, რომლებზეც ეუთოს წარმომადგენლები საუბრობენ, რა თქმა უნდა, დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და მოცემულობა, რომელიც უნდა დამკვიდრდეს ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ამ დიალოგს ანადგურებს ორი ძალა - ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ეს ორი ძალა თავისი რადიკალური გადაწყვეტილებებით, რადიკალური სცენარების ანონსიებით, რადიკალური საკანონმდებლო ინიციატივებით ანგრევს სივრცეს ამ დიალოგისთვის“, - განაცხადა თათა ხვედელიანმა. კითხვაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას დიალოგის დასამყარებლად, ხვედელიანმა უპასუხა, რომ ამისათვის, პირველ რიგში, რადიკალიზმის დონე უნდა შემცირდეს და ის უდანაშაულო ადამიანები გაათავისუფლონ, „რომლებიც ამჟამად ქართულ ციხეებში არიან გამომწყვდეულები, რადგან დისკომფორტს შეუქმნიან ოცნებას. ხვედელიანის თქმით, პარტია ახლა ამნისტიასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობს. სწორედ ამიტომ ვმუშაობთ ამნისტიის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენს ქვეყანას შეამციროს რადიკალიზმის ეს მაღალი დონე და განაახლოს ჩვენი ქვეყნის განვითარება“, - განაცხადა თათა ხვედელიანმა. ცნობისთვის, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დიალოგის არარსებობა სერიოზული დაბრკოლებაა სტაბილურობისთვის და ლაპარაკობს ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე.

16 მარტიდან მეტრო ვარკეთილი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებსგია ხუხაშვილი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ნაკლებად აინტერესებდა რისკების შეფასება - „თავი ქვიშაში ჩამარხვის“ სტრატეგია დამღუპველია ქვეყნისთვისსაქართველოს საკითხზე დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართებამარნეულში მამაკაცი, რომელმაც ცოლი დანით დაჭრა, დააკავესმთავრობის ადმინისტრაცია - ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო და მიუსამძიმრა ისრაელს დაღუპვის გამო.ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი "შეშფოთებულია" საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებით

ENDEKA