საქართველომ და შავი ზღვის დაცვის კომისიამ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველომ და შავი ზღვის დაცვის კომისიამ თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმეს

საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და შავი ზღვის დაბინძურებისგან დაცვის კომისიას (BSC) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს შავი ზღვის მონიტორინგისა და შეფასების პროგრამის (BSIMAP) განხორციელებას, საზღვაო ნარჩენების მართვის რეგიონული გეგმის მხარდაჭერას და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას. პროექტი გეგმავს: • Adopt-a-Beach (AaB) საპილოტე ინიციატივის გაფართოება შავი ზღვის სანაპიროზე; • საზღვაო ნარჩენების მონიტორინგის ეროვნული პროგრამის ეტაპობრივი განხორციელება; • რეგიონული მონიტორინგის შესაძლებლობების გაძლიერება; • მეთოდოლოგიური რეკომენდაციების შემუშავება BSIMAP პროგრამის ინდიკატორებზე. საგრანტო პროექტი „ინტერვენციები შავ ზღვაში საზღვაო ნარჩენების წარმოქმნის შემცირებისა და პრევენციის მიზნით“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. აღნიშნულია, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის კვლევებს უწყვეტ რეჟიმში აწარმოებს.

მთავრობის ადმინისტრაცია - ისრაელის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო და მიუსამძიმრა ისრაელს დაღუპვის გამო.მარნეულში მამაკაცი, რომელმაც ცოლი დანით დაჭრა, დააკავესსაქართველო საწვავზე ფასების ზრდის ახალ ტალღას იწინასწარმეტყველარომან გოცირიძე: დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში არავინ დაუწესებს აზერბაიჯანს და ასე გადაარჩინა „ყულევი“საქართველოს საკითხზე დღეს ევროპარლამენტში დებატები გაიმართებაარჩილ გორდულაძე - კარგია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღიარეს და ხაზი გაუსვეს სიმართლეს, რომლის აღიარება არც კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობაში და არც მათთან დაკავშირებულ პირებს არ სურთ.

ENDEKA